თეონა ვეშაგური
26.07.2021

 

ევროპის კვლევების დირექტორი კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინაზე იყო დამოკიდებული, რაც უკრაინისთვის როგორც ფინანსური შემოსავალის წყაროს, ისე ერთგვარ თავდაცვის მექანიზმსაც წარმოადგენდა რუსული მხარის მძიმე ანექსიისაგან - ამის შესახებ, მან „რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა.

„უკრაინა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, იყო ტრანზიტული სახელმწიფო, რომელიც გაზს ატარებდა რუსეთიდან ევროპაში, რისთვისაც რჩებოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოგება. სწორედ იმიტომ დაიგეგმა „ჩრდილოეთ ნაკადი2"-ის მშენებლობა, რომ რუსული ტრანზიტი უკრაინაზე დამოკიდებული აღარ იყოს.

„ის ფაქტი, რომ რუსეთის ტრანზიტულ ქვეყანას წარმოადგენდა უკრაინა, იყო შემაკავებელი ფაქტორი, პოლიტიკური ვითარების დაძაბულობისგან ორ ქვეყანას შორის.

„მართალია რუსეთი მაინც ახდენს, რაღაც დოზით, ანექსიას მაგრამ, ვფიქრობ ეს ფაქტორი, რომ არ ყოფილიყო უკრაინაზე ზეწოlა ბევრად მწვავე და მაშტაბური იქნებოდა.

„ახლა, სრულიად გამოეთიშება უკრაინა პროცესებს - ჯერ ერთი დაკარგავს დიდ ფინანსურ შემოსავალს და მეორეც, რუსეთს აბსოლიტურად „ხელები ეხსნება" უკრაინასთან მიმართებაში აგრესიის მხრივ"- განაცხადა გოგოლაშვილმა.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მიიჩნევს, რომ ამ პროექტის განხორციელება რუსეთს მილიარდობით დოლარს მოუტანს, რაც მას ეკონომიკურად კიდევ უფრო გააძლიერებს.

კახა გოგოლაშვილმა ისაუბრა იმაზეც თუ, რა მიზნით ეწინააღმდეგება აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მიერ განხორციელებულ პროექტს.

„დონალდ ტრამპი, ხედავდა ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას. „ჩრდილოეთ ნაკადი2"-ის მშენებლობა კიდევ უფრო მეტი გაზის გატარების შესაძლებლობას იძლევა, რაც დამოკიდებულს ხდის ევროპას რუსეთის ფედერაციის მიმართ. ამას გარდა, ტრამპს სურდა ამერიკა თავად გამხდარიყო ექსპორტიორი თხევადი გაზის გატანის გზით და შეემცირებინა ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე.

„ეს პოლიტიკა ტრამპმა ნაწილობრივ გაატარა კიდეც, ლიტვასა და პოლონეთში დაიწყეს მნიშვნელოვანი ტერმინალების მშენებლობა რომლებიც იღებენ თხევად გაზს.ხოლო, ამ განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებს შლის „ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა, რაზეც ტრამპს განსაკუთრებული პროტესტი აქვს.

„დონალდ ტრამპი ასევე თვლიდა, რომ რუსეთი რომელიც იღებდა ფულს ევროპისგან მისი გაზმომარაგების სანაცვლოდ, იმარაგებდა და ამზადებდა იარაღს, რითიც საფრთხეს უქმნიდა კვლავ ევროპას, რომელიც უნდა დაეცვა ამერიკას. ამ წრის გარღვევა იყო აშშ-ს ყოფილი პრეზსიდენტის მთავარი მიზანი"- ამბობს გოგიშვილი.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2" რომლის მშენებლობაც შესაძლოა ორ თვეში დასრულდეს, უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×