თეონა ვეშაგური
28.08.2022

რუსეთმა დაბლოკა ერთთვიანი განხილვის შედეგად მიღებული გაეროს დოკუმენტის პროექტი ბირთვული გაუვრცელებლობის საკითხზე. მოსკოვმა შეთანხმების ის პუნქტი გააპროტესტა, სადაც უკრაინაში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის კონტროლზეა საუბარი. ექსპერტი კორნელი კაკაჩია „რეზონანსს" ეუბნება, რომ რუეთს არ სურს დაკარგოს დასავლეთზე შანტაჟის ბერკეტები. ამასთან, შესაძლოა, საკუთარი ქმედებით ხელს უწყობდეს თავის მოკავშირე იმ ქვეყნებს, რომლებსაც ბირთვული იარაღის ფლობა სურთ.

ექსპერტის თქმით, რუსეთმა იცის, რომ დასავლეთისთვის ყველაზე სენსიტიური საკითხი ახლა ატომური ელექტროსადგური და ბირთვული კატასტროფის საფრთხეა. ამიტომ ის არ დაუშვეს ამ ბერკრტის ხელდან გაშვებას, რათა როგორმე უკრაინული მხარე მოლაპარაკეეზე დაითანხმოს თავისთვის სასარგელო პირობებით.

„აღნიშნული წარმოადგენს დიდ პროლემას, რადგან ბირთვული იარაღის გაუვრცელელობა წლების განმავლობაში ითვლება საერთაშორისო უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, განსაკუთრეით ისეთი ქვეყნების გამო, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა. სწორედ ამიტომ იბრძვის საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ შეიზღუდოს წვდომა ბირთვულ იარაღზე.

„თუმცა, აშკარაა, რომ ბოლო დროს, რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის ფონზე, იცვლება სიტუაციები. რუსეთი ცდილობს დაიცვას ე.წ მოკავშირეები როგორებიც არიან, მაგალითად, ირანი და ჩრდილოეთ კორეა. მითუმეტეს, რომ მათ, განსაკუთრეით კი ირანს, წლებია სურს დაამზადოს ბირთვული იარაღი.

„ამაზე უთანხმოება წლების განმავლოაში მიმდინარეობს დასავლეთსა და ირანს შორის. არ არის გამორიცხული რუსეთს სურდეს ხელი შეუწყოს ამ ქვეყანას რათა, ახლო მომავალში მანაც იქონიოს აღნიშნული იარაღი, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ირანის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ იარაღი სჭირდებათ მხოლოდ თავდაცვისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავის სჯერა. ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონდეს, საერთოდ აირევა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში.

„არ არის გასაკვირი რუსეთმა მხარი დაუჭიროს მას ბირთვული იარაღის შექმნის საკითხში, გამომდინარე იქედან, რომ ახლა მოკავშირეები არიან რუსეთი და ირანი. მეტიც, საუბარია იმაზეც, რომ ირანმა შეიძლება დრონები მიაწოდოს რუსეთს.

„რაც შეეხება დასავლეთის შესაძლო რეაქციას, ალბათ გაგრძელდება ის სანქციები, რაც ისედაც უწესდებოდა რუსეთს. მეტი რა რეაქცია შეიძლეა ჰქონდეს დასავლეთს აღარ ვიცი. ისედაც იზოლირეულია რუსეთი", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებითაც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, აშკარაა, რომ რუსული მხარე არ აპირეს მის დათმობას.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდია ზეწოლა, რადგან გაერო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ითხოვენ რუსეთმა გაიყვანოს ჯარი და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ზონა გამოაცხადოს თავისუფალ ზონად, რუსეთის ხელისუფლება მაინც ამ ბირთვული საფრთხით აშანტაჟებს ევროპას. აქედან გამომდინარე, ის თავისი ნებით არ დათმოს ამ შესაძლელობას. მისი გამოყენებით რუსეთი ცდილოს უკრაინა მოლაპარაკებებზე წაიყვანოს თავისთვის სასაურველი პირობებით", - განაცხადა კაკაჩიამ.

რუსების მიერ დაბლოკილი დეკლარაცია მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) გამყარებას.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება 1968 წელს გააფორმეს და 1970 წელს შევიდა ძალაში. მასში ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები განიარაღების პირობას დებენ, ხოლო ის ქვეყნები, რომლებსაც ბირთვული იარაღი არ აქვთ, პირობას დებენ, რომ არ შეიძენენ მათ. ბირთვული რისკების შემცირების და მთელ მსოფლიოში ბირთვული არსენალის გაფართოების შეჩერების მიზნით, ხელშეკრულებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ განიხილავენ.

ერთობლივი განცხადების მიღების მიზნით ნიუ-იორკში გაეროში 151 ქვეყანას შორის ოთხკვირიანი დებატები და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. რუსეთის დელეგაცია ერთადერთი იყო, ვინც შეთანხმებული ტექსტის წინააღმდეგ ისაუბრა.

მათ გააპროტესტეს შეთანხმების პუნქტი უკრაინაში ზაპორიჟიეს ელექტროსადგურზე კონტროლის შესახებ. კერძოდ, საბოლოო ტექსტის პროექტის აბზაცში საუბარია „უკრაინის კომპეტენტური ორგანოების მიერ ისეთი ბირთვული ობიექტების კონტროლის უზრუნველყოფის უდიდეს მნიშვნელობაზე, როგორიცაა ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური".

რუსული მხარის განცხადებით, ტექსტის ნაწილი „ღიად პოლიტიკური ხასიათისაა".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×