ნაზი ბერიძე
15.03.2023

1-ელი აპრილიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გაწვევას იწყებს და 400 000 პირის რეკრუტირებას გეგმავს. გადამდგარი გენერლის ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, გაწვევა გეგმიურია, სავარაუდოდ, საგაზაფხულოა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გაზრდა კი არმიის რეფორმის მთავარი ნაწილი იყო.

ვახტანგ კაპანაძის თქმით, შოიგუმ წარუდგინა პუტინს შეიარაღებული ძალების რეფორმის გეგმა, რომელიც დაახლოებით 11 პუნქტს მოიცავდა. „მთავარი პუნქტი იყო შეიარაღებული ძალების გაზრდა 1,5 მილიონ ნახევრამდე და ბრიგადული სისტემიდან დივიზიურ სისტემაზე დაბრუნება, სანქტ-პეტერბურგის და მოსკოვის ოლქების აღდგენა, ასევე ახალი დანაყოფების და გაერთიანებების შექმნა და სხვა.

„ზოგადად, როდესაც ქვეყანა ასეთ ფართომასშტაბიან ომში იმყოფება, რეფორმის ჩატარება წარმოუდგენელია, თუმცა ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ რუსეთს რაოდენობის გაზრდა შეუძლია და ადამიანური რესურსი არ აკლია, და, თუ არ ვცდები, ეს არის გეგმიური საგაზაფხულო გაწვევა.

„წინა გაწვევაზე რეზერვისტები გაიწვიეს 300 ათასი პლუს 150 ათასი საშემოდგომო გაწვევის სავალდებულო სამსახურიდან. ახლაც იგივეს აკეთებენ. მობილიზაცია ხდება რეზერვსა და სავალდებულო სამსახურში მყოფი პირების. ორივე ერთად იძლევა 400 000-ს," აღნიშნა „რეზონანსთან" კაპანაძემ.

მისი თქმით, რუსეთს ტექნოლოგიური ჩამორჩენის დაბალანსება ადამიანური რესურსით შეუძლია, შესაბამისად ომიც დიდხანს გასტანს.

„საომარი მოქმედებიბადან გამომდინარე, დანაკარგის შევსების მიზნით, მათ სჭირდებათ მსგავსი გაწვევები და ამავე დროს ცდილობენ გაზარდონ თავიანთი შეიარაღებული ძალების რაოდენობა. ეს გაწვევა რუსებს აძლევს საშუალებას, საბრძოლო სისტემებში ტექნოლოგიური ჩამორჩენა შეავსონ რაოდენობრივად, ადამიანური რესურსით. ამ ტიპის საომარ მოქმედებებში, იმ დინამიკით როგორც ახლა მიმდინარეობს საომარი დაპირისპირება, რუსეთს შეუძლია ძალიან დიდი ხანი აწარმოოს," - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში ჯარში საკონტრაქტო სამხედროების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისაუბრა. ნატო-ს მხრიდან მზარდ საფრთხეზე მითითებით, შოიგუმ განაცხადა, რომ არმია 1.15-დან 1.5 მილიონ სამხედრო მოსამსახურემდე უნდა გაიზარდოს. ამასთან, მათგან თითქმის ნახევარი, 695 000, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე უნდა იყოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×