თამთა ჩაჩანიძე
14.04.2023

პოზიციური ბრძოლებია, რუსები ბახმუტთან და მარიინკასთან არიან გაჩერებულები და ისინი უკრაინის თავდაცვის ხაზს ვერ არღვევენ. მგონია, რომ აღდგომის დღეებში ფრონტზე სიჩუმე იქნება და ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე მხრიდან რაიმე სახის „სიურპრიზები" ვიხილოთ - ამის შესახებ „რეზონანსთან" კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა.

სამხედრო ექსპერტმა იმ შესაძლო მიმართულებებზე ისაუბრა, საიდანაც შესაძლოა უკრაინამ კონტრშეტევა წამოიწყოს. ამასთან ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რომ პენტაგონიდან მასალების გაჟონვამ, დიდი გავლენა იქონია რუსეთის მომზადებაზე.

„პირველი შესაძლო მიმართულება ხერსონის ოლქია და პირდაპირ ყირიმზე გასვლა, მეორე ვარიანტი უშუალოდ ხარკოვის ოლქის მიმართულებით დარტყმა გათავისუფლება და შემდეგ ლუგანსკის გათავისუფლება. მესამე კონტრშერტევა ბახმუტიდან და მთლიანი დონეცკის გათავისუფლება.

„პენტაგონიდან ინფორმაციის გაჟონვამ არასასიამოვნო ეფექტი იქონია, არის ასეთი მოსაზრება, რომ ამის უკან რუსეთის სამხედრო დაზვერვა და „ვაგნერის" კიბერ სადაზვერვო ბიუროა. ამაზე „მაიკროსოფტის" კომპანიამ მინიშნება გააკეთა და მემგონი ეს ვარიანტი უფრო რეალურია.

„გაჟონვის ფაქტები პენტაგონმაც დაადასტურა, ეფბიაიმ გამოძიება დაიწყო ადამიანებზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. „სნოუდენი ორი" ტიპის სკანდალზეა საუბარი, ბოლოს სნოუდენმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და გასაგებია ვისი ამოქმედებული იყო.

„ზუსტად ამ გაჟონვამ გამოიწვია ის, რომ რუსეთი უკრაინის შტევისთვის უფრო მეტად ემზადებიან, მობილიზაცია უკვე ოფიციალურად დაიწყო. უკვე ერთიანი ელექტრონული გაწვევების სისტემა აქვს, ქვეყნიდან ახლა უკვე იმ რაოდენობის მოქალაქეები აღარ გავლენ როგორიც პირველი ტალღის დროს გავიდნენ, ყაზახეთში, საქრათველოში და ა.შ. ანუ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ წინა ორი მობილიზაციის შეცდომები გაითვალისწინა და გასაქანს აღარ აძლევს. რუსეთი დაახლოებით კიდევ 500 ათასი ადამიანის გაწვევას აპირებს.

„ფრონტზე ჯერჯერობით პოზიციური ბრძოლებია, რუსები ბახმუტთან და მარიინკასთან არიან გაჩერებულები და ისინი უკრაინის თავდაცვის ხაზს ვერ არღვევენ. მგონია, რომ აღდგომის დღეებში ფრონტზე სიჩუმე იქნება და ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე მხრიდან რაიმე სახის „სიურპრიზები" ვიხილოთ".- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს ფრონტზე მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტი აქვთ.

„ჩვენთვის ცნობილია ყველა პროცესი, რომელიც ფრონტზე მიმდინარეობს. პრეზიდენტს ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ, ჩვენი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში არსებული მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება ჩვენს სამხედრო გეგმებს, ისინი მაშინ გახდება ცნობილი, როცა შესაბამისი გზით დამტკიცდება. ეს ყველაფერი გადაწყდება ბოლო მომენტში, როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება", - აღნიშნა დანილოვმა.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს „ფრონტზე მოვლენების განვითარების არა ერთი, ორი, სამი ან ოთხი ვარიანტი აქვთ, რადგან ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელიც ყოველდღიურად ფასდება".

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განმარტებით, არსებობს გაგება უკრაინის მთელი ტერიტორიის 1991 წლის საზღვრამდე გათავისუფლების აუცილებლობის შესახებ.

"ჩვენ არ გვაქვს "კონტრშეტევის" ინტერპრეტაცია. გვაქვს გაგება, რომ უნდა გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია, 1991 წლის მდგომარეობის ჩათვლით. სანამ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ამას არ გააკეთებენ, ომის დასრულებაზე საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა დანილოვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×