თამთა ჩაჩანიძე
15.09.2023

ორ კვირაზე მეტია, რაც ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანფუ საჯარო სივრცეში არ გამოჩენილა. დასავლურ მედიას ეჭვი აქვს, რომ შანფუ, რომელიც 2018 წლიდან აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია რუსული კომპანია „როსობორონექსპორტისგან" იარაღის შეძენის გამო, თანამდებობიდან გადააყენეს და მის წინააღმდეგ კორუფციის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. თუმცა როგორც „რეზონანსთან" თავდაცვის სფეროს სეციალისტი ვახტანგ მაისაია ამბობს, მისი ინფორმაციით, ქვეყნის ხელმძღვანელობის ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, თანამდებობის პირებმა და განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებმა ხშირი საჯარო გამოსვლებისგან თავი უნდა შეიკავონ.

მაისაია გამორიცხავს იმას, რომ ლი შანფუ თანამდებობიდან გადააყენეს, ან კორუფციის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქემა აღძრული, რადგან ამას მხოლოდ დასავლური მედიიდან არ გავიგებდით. მისი თქმით, ეს ფსიქოლოგიური ომის ნაწილია აშშ-სა და ჩინეთს შორის.

„ჩინეთის კვლევების სპეციალისტი ვარ თავდაცვის პოლიტიკის სფეროში, ჩინელ კოლეგებს ვესაუბრე და მითხრეს, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მაღალი თანამდებობის პირებმა საჯარო გამოსვლებისგან თავი უნდა შეიკავონ და არატრანსფარენტულები იყვნენ. ეს უფრო მეტად თავდაცვისა და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ეხებათ. ეს იმ გამოწვევების გამო გადაწყვიტეს, რომელიც ჩინეთს აქვს ტაივანისა თუ სხვა თემებზე.

„კოლეგები, ვისაც ვესაუბრე, არ ადასტურებენ იმას, რომ ლი შანფუ ახლა რუსეთთან რაიმე კორუფციულ გარიგებებშია ჩართული. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ადრეც მაინცდამაინც საჯარო გამოსვლებით არ გამოირჩეოდა, ის პარტიას და სახელმწიფო იერარქიას ექვემდებარება. ადრე ლი შანფუ აშშ-ს სანქციების სიაში მოექცა - ის ქვეყნის გენშტაბის უფროსი იყო და 2018 წელს რუსეთის სტრუქტურებთან შეიარაღებაზე შეთანხმებას მიაღწია, ეს შეთანხმება კი ჩინეთის გეოსტრატეგიულ ინტერესებს შეესაბამებოდა, მაშინ რუსეთ-უკრაინის საომარი მოქმედებები არ იყო, თუმცა სანქციებში მაინც მოაქციეს. შემდეგ სი ძინპინმა თავდაცვის მინისტრად დანიშნა, ესეც დასავლეთისთვის გამწვევა იყო. დასავლურმა მედიამ რაც წარმოაჩინა, ვფიქრობ, რომ ეს საინფორმაციო ფსიქოლოგიური ომის ნაწილია ჩინეთსა და აშშ-ს შორის.

„ჩინეთსა და რუსეთს შორის თბილი და სტრატეგიული ურთიერთობა აღარაა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ოფიციალურმა პეკინმა კრემლისგან დისტანცირება დაიწყო. ამიტომაც პუტინი ჩრდილო კორეის ლიდერს სასწრაფო წესით შეხვდა და იარაღი სთხოვა, მან ეს ჩინეთისგან ვერ მიიღო, სხვადასხვა წყაროებიდან ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, მაგრამ მოსკოვი ვერაფერს გახდა. ქვეყნების თავდაცვის სამინისტროები ერთმანეთთან ადრინდელივით ვეღარ არიან, ჩინეთს ეროვნული ინტერესები აქვს და პროექტს ავითარებს „ერთი გზა ერთი სარტყელი", რომელიც რუსეთის პროქეტის საწინააღმდეგოა.

„ჩინეთი ის ქვეყანაა, სადაც კორუფციაზე მყისიერი რეაგირება აქვთ, მით უმეტეს თუ ეს მაღლი თანამდებიბის პირს ეხება და საქმე რომ კორუფციულ გარიგებებს შეხებოდა, ეს ოფიციალურადაც ცნობილი გახდებოდა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„ვაშინგტონ პოსტი", „ფაინენშელ ტაიმსი", „როიტერსი" და კიდევ რამდენიმე დასავლური მედია თავის წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ჩინეთის თავდაცვის მინისტრი, რომელიც თავდაცვის მინისტრად 2023 წლის 12 მარტს დაინიშნა, 29 აგვისტოს შემდეგ საჯარო სივრცეში აღარ გამოჩენილა. 7-8 სექტემბერს შანფუ ვიეტნამის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციას უნდა შეხვედროდა, თუმცა ყველასთის მოულოდნელად შეხვედრაზე უარი თქვა. აღნიშნული მედიასაშუალებების ცნობით, შანფუ თანამდებობიდან გადააყენეს და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კორუფციის ფაქტზე.

პეკინში 15 სექნებმერს გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს, მაო ნინს ჰკითხეს დასავლური მედიით გავრცელებულ ცნობებზე თავდაცვის მინისტრის გადაყენების და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ. პასუხი იყო, რომ მსგავს სიტუაციაზე არაფერი იცის - წერს რუსული სააგენტო „ტასსი".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×