თამთა ჩაჩანიძე
30.10.2023

„ამ გამოსვლების დაწყებამდე, დაღესტნის მეთაური მელიკოვი მოსკოვში ჩავიდა და ახლაც, მე მგონი იქაა, ამან ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. ძალოვანი სტრუქტურებიც ძალიან პასიურობდნენ, ზუსტად ასე მოქმედებდა ცარისტული რუსეთი, ანტისემიტური გამოსვლების პროვოცირებას ახდენდა და მერე ამას სხვებს აბრალებდა," - ამის შესახებ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ მაისაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალის აეროპორტში ანტისემიტურ დარბევას, სადაც ათეულობით ადამიანი დაშავდა.

29 ოქტომბერს, თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, მახაჩყალის აეროპორტში ანტისემუტურ აქციაზე ათასობით ადამიანი, ძირითადად ახალგაზრდა,სპორტული აღნაგობის მამაკაცი გამოვიდა. ისინი რეგიონიდან ებრაელების განდევნას მოითხოვდნენ. პოლიციამ აქციის მონაწილეთა შეჩერება ვერ შეძლო, შეკრებილებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მომიტინგეებმა აეროპორტის შენობასა და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე შეაღწიეს და თვითმფრინავში შეჭრაც სცადეს. შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა.

მსგავსი, თუმცა უფრო ნაკლებადმასშტაბიანი ინციდენტები ჩრდილოეთ კავკასიის სხვა მუსლიმურ რესპუბლიკებშიც მოხდა. ამას ადასტურებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან".

„ანალოგიური ტენდენცია ყარაჩაი-ჩერქეზეთსაც გადაედო. ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც ძალიან რადიკალური განცხადებები გააკეთა. როგორც ჩანს, რუსეთის ხელისუფლება ამით ცდილობს დააფიქსიროს, რომ ის პროჰამასური და ანტისემიტური ორიენტაციისაა. „ჰამასის" დელეგაცია მოსკოვში იყო და ამან ისრაელის ხელისუფლების სერიოზული პროტესტი გამოიწვია. რუსეთი უკვე მხარე ხდება და არა ნეიტრალური სახელმწიფო. შესაძლოა ანტისემიტური ტენდენცია გაძლიერდეს, სხვა სახელმწიფოებზეც გადავიდეს და პუტინის რეჟიმი ცარისტულ რუსეთს დაემსგავსოს, სადაც ანტისემუტური დარბევები აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა იყო.

„ყაზახეთში ვარ და აქაც ზოგიერთი ძალები ცდილობენ, რომ ამ მომენტით ისარგებლონ, მაგრამ ყაზახეთი სტაბილურობას ინარჩუნებს. როგორც ჩანს, რუსეთმა ანტისემიტურ ძალებს გასაქანი მისცა. ესაა ანტისემიტური გამოსვლები ანტიდასავლურ კონტექსტში გადაყვანილი, რასაც უკვე შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიდასსვლური ისტერია მოჰყვეს. ესაა ფართომასშტაბური პროპაგანდისტული კამპანიის ნაწილი, რომელიც, ჩანს, რომ კრემლისგანაა მართული.

„ამ გამოსვლბის დაწყებამდე დაღესტნის მეთაური მელიკოვი მოსკოვში ჩავიდა და ახლაც, მე მგონი, იქაა. ამა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა, ამასთან ძალოვანი სტრუქტურებიც ძალიან პასიურობდნენ. ზუსტად ასე მოქმედებდა ცარისტული რუსეთი, ანტისემიტური გამოსვლების პროვოცირებას ახდენდა და მერე ამას სოციალ-დემოკრატებს და ბოლშევიკებს აბრალებდა, ვითომ ეს მათი განხორციელებული იყო. ამით ფაქტიურად ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა იყო. ებრაელების მიმართ დაუფარავი ზიზღი ჰქონდა და შოვინისტურ რუსულ ძალებს აგულიანებდა. დაახლოებით იგივე ვარიანტს იმეორებს ახლა პუტინი.

„ამ პროპაგანდისტული კამპანიის მიზანი ისაა, რომ პუტინმა შექმნას ფსევდოპატრიოტული სულისკვეთება, ამით მოსახლეობაზე იდეოლოგიური ზეწოლა გაზარდოს, მერე ამან იმოქმედოს ჩრდილეთ კავკასია იქნება, უკრაინა, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×