ქრისტინე კაპანაძე
19.01.2021

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებული მოსალოდნელი საფრთხეების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ვაშინგტონის დიდ ნაწილში დახურა მოლები, მეტროს სადგურები, იკეტება ვირჯინიის შტატიდან ქალაქში გადასავლელი ხიდებიც. ათასობით ჯარისკაცი მობილიზებულია მთელ ტერიტოტიაზე, რათა მოსალოდნელი ძალადობა და პროვოკაციები აღკვეთოს.

ქრისტინე კაპანაძე
18.01.2021

აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე მოსალოდნელია პროვოკაციები და სერიოზული დაპირისპირებების საფრთხე, როგორც ტრამპის, ასევე ჯო ბაიდენის მხარდამჭერების მხრიდან. ვითარება ნამდვილად რთული და საშიშია. კოლუმბიის შტატსა და ვაშინგტონში უკვე მობილიზებულია სამხედრო ძალებიც.

ქრისტინე კაპანაძე
18.01.2021

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტის ალექსეი ნავალნის რუსეთში დაბრუნებამ შესაძლოა მთლიანად შეცვალოს პოლიტიკური რეალობა ქვეყანაში. ოპოზიციის ლიდერის მოსკოვის აეროპორტშივე დაკავებამ კი დასავლეთის ლიდერების მწვავე პროტესტი და განცხადებები გამოიწვია.

ტატა შოშიაშვილი
16.01.2021

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გერმანიის ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი არმინ ლაშეტი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება შაბათს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატული კავშირის ყრილობაზე მიიღეს. 59 წლის არმინ ლაშეტი კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელი შემცვლელად მოიაზრება. მერკელი, რომელსაც კანცლერის პოსტი 2005 წლიდან უჭირავს, თანამდებობას წელს, სექტემბერში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შემდეგ დატოვებს.

თამთა ჩაჩანიძე
15.01.2021

როგორც ჩანს კოვიდ-პასპორტი მალე ისეთივე მნიშვნელობის საერთაშორისო სამგზავრო საბუთი ხდება, როგორიცაა ჩვეულებრივი პასპორტი. ახლახალ ამ ინიციატივას უკრაინაც შეუერთდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მასობრივი ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კოვიდ-პასპორტების სისტემის დანერგვას გეგმავს.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2021

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური ოპოიზიციონერ ალექსეი ნავალნის დაკავებას რუსეთის სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე გეგმავს, რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამფუძნებელი ამჯერად რუსეთში არ იმყოფება, თუმცა მისი თქმით, ავიარეისით იგი 17 იანვარს დაბრუნდება.

თამთა ჩაჩანიძე
14.01.2021

ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ხუთი დღეა დარჩენილი, შეერთებულ შტატებში კი სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ ქვეყანაში ნებისმიერ სცენარს ელოდებიან, ზგიერთი ძალოვანი სტრუქტურები ბაიდენს იმასაც კი სთხოვენ, რომ ცერემონია არა კონგრესის შენობის გარეთ, არამედ შიგნით შენობაში ჩატარდეს.

ტატა შოშიაშვილი
10.01.2021

დონალდ ტრაპმის წინააღმდეგ შესაძლოა აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორება გამოიყენონ, რომლის თანახმადაც, მას ძალაუფლებას ავტომატურად ჩამოართმევენ და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსს გადასცემენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სი-ენ-ენი" იუწყება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

ტატა შოშიაშვილი
09.01.2021

ყარაბაღის მეორე ომის დარულებიდან 2 თვის თავზე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი პირველად ეხვდებიან ერთმანეთს. რუსული მედიის ცნობით, მათი შეხვედრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით 11 იანვარს შედგება. არაუფოციალური ინფორმაციით, შეხვერდის მთავარი მიზანი 10 ნოემბრის საზაო შეთანხმების დაზუსტება და რეგიონში შექმნილი ახალი რეალობიდან გამომდინარე რამდენიმე ერთობლივი დოკუმენტის ხელმოწერაა.

თამთა ჩაჩანიძე
08.01.2021

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა საკუთარი თავი აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შეადარა, როგორც მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, მას შემდეგ რაც ტრამპს სოც ქსელებში ანგარიშები დაუბლოკეს, ისინი „გარკვეულწილად ერთმანეთს დაემსგავსნენ".

თამთა ჩაჩანიძე
07.01.2021

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებისა და სენატის მიერ ჯო ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ არჩევნების შედეგებს ისევ არ აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ 20 იანვარს ხელისუფლების წესისამებრ გადაბარება მოხდება.

თამთა ჩაჩანიძე
07.01.2021

ვაშინგტონში განვითარებულმა მოვლენებმა მსოფლიო შოკში ჩააგდო, ვითარება უკვე განმუხტულია და შეერთებული შტატების კონგრესმა მუშაობა კვლავ გააგრძელა. კონგრესმა ბაიდენის გამარჯვება უკვე გააფორმა. სენატმა სულ 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306, ხოლო ტრამპმა 232 ხმა მიიღო. წარმომადგენელთა პალატის და სენატის გაერთიანებულ სესიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი უძღვება.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×