რეზონანსი
26.02.2021

გახმაურებული საქმე, რომელიც რძალ-მამამთილისა და მამამთილის ადვოკატის ცემას ეხება, უკვე სხვა კუთხით გრძელდება. როგორც თიანეთში მცხოვრებმა მანანა ახალაურმა განაცხადა, ის ქმარს გაშორდა და სახლი დატოვა. მისი თქმით, მამამთილის მხრიდან, საფრთხეს გრძნობდა და ასე ცხოვრება აღარ შეეძლო.

"მივატოვე ოჯახი და საცხოვრებლად სხვაგან გადავედი. 26 წლის ოჯახი დავანგრიე და ამ კონფლიქტის გამო სახლიდან წავედი. მე იმ სახლში ცხოვრება არც ფიზიკურად შემიძლია და არც მორალურად, რადგან ამ კაცის (მამამთილი) აგრესიისგან თავს ვერ დავიცავ, შეიძლება მომკლას და ამიტომაც, წავედი.

როცა არ მეცხოვრება, ჩემი მეუღლე ხომ ვერ დამაბამს და იქ ცხოვრებას მაიძულებს?! რა ქნას ქმარმა, ის მამაა და რას უზამს. მე კი არ შემიძლია იქ ყოფნა.

ტერიტორიულად იგივე სოფელში ვარ, სხვა უბანში. ამიტომ, სამსახური არ დამიტოვებია. სახლში მხოლოდ ჩემი ქმარი იმყოფება. შვილი თბილისშია, სტუდენტია", - განუცხადა "პრაიმტაიმს" მანანა ახალაურმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )