რეზონანსი
10.06.2021

ვერძი

ეს დღე კოსმოსური ენერგიის ათვისებას, დასვენებას და სულიერი წონასწორობის მოპოვებას უკავშირდება. იზრდება აურა, სასიცოცხლო დეა სექსუალური პოტენციალი. ხელსაყრელია შეხვედრები, შემოქმედებითი საქმიანობა და ინტიმური ურთიერთობები. ოჯახში საყოფაცხოვრებო საქმეები გელით.

კურო

ბედი გამოცდას გიმზადებთ. ამ დღეს ნებისმიერი საქმე თქვენგან გაცილებით მეტ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ნუ გადაიღლებით. საჭირო არ არის კედელს შეასკდეთ, როცა არსებობს შემოვლითი გზა. თანდაყოლილი ოპტიმიზმის დახმარებით ჩახლართული სიტუაციიდან ღირსეულად გამოხვალთ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ დაუსრულებელმა საქმეებმა პრობლემები მოგიტანოთ. სავარაუდოდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. სავსემთვარეობამ შეიძლება. ტყუპ ქალებს სულიერი განახლებისკენ უბიძგოს. გაიზრდება მათი პირადი ხიბლი, სექსუალური ენერგია და ადამიანებზე გავლენისკენ მიდრეკილება.

კირჩხიბი

ჯერჯერობით, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შორეულ მოგზაურობაზე ოცნებას უნდა დაემშვიდობოთ. გირჩევთ, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. კრეატიულობამ შეიძლება ახალი აღმოჩენები მოგიტანოთ. ეცადეთ, მატერიალურ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები მშვიდად მიიღოთ, თორემ დღის ბოლოს შეიძლება, უარყოფითმა ემოციებმა განწყობა გაგიფუჭოთ.

ლომი

ამ დღეს იზრდება თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალობა და პიროვნული მომხიბვლელობა. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობის, სასიყვარულო და ინტიმური პაემნებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნებისმიერი საკითხის გადაჭრისას ყურადღება მთავარს მიაქციეთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ.

ქალწული

რთული დღეა, რომელიც ბიზნესში ან პირად ცხოვრებაში გადაუჭრელ პრობლემებს მოგიტანთ. პარტნიორებთან მოლაპარაკება რთული იქნება და, სავარაუდოდ, სასურველ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეტყობინება მიიღოთ, რომელიც სამგზავროდ წასვლას გაიძულებთ. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რომლებიც შესყიდვებს ან საოჯახო საქმეებს უკავშირდება.

სასწორი

დაძაბული დღეა. ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ძველებურად გაღელვებთ. მეუღლეებს შორის მოსალოდნელია კონფლიქტი ფულის ან ეჭვიანობის გამო. ეცადეთ, უფრო კრიტიკული იყოთ საკუთარი თავისა და საკუთარი მოთხოვნების მიმართ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებთ, რამაც შეიძლება, სიტუაცია გააუარესოს და დიდ სკანდალამდე მიგიყვანოთ. გამორიცხული არ არის ურთიერთობების სრულად გაწყვეტა.

მორიელი

ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა. ყველა საქმე პირდაპირ ან ირიბად ფულს უკავშირდება: ვალის აღება ან მიცემა, ახალი შემოსავლის ძებნა და ახლო ნათესავების დახმარება მოგიწევთ. თქვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო ოჯახში მოსალოდნელია ურთიერთობების გამწვავება. ეცადეთ, ადამიანებს წყენა აპატიოთ.

მშვილდოსანი

დაძაბული დღეა, რომელიც არასწორი ინფორმაციის მიღებას, უკმაყოფილებას და გაუგებრობას უკავშირდება. დაძაბულმა მუშაობამ, რომელიც დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს ან წარმატების მიღწევის სურვილმა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას და ქაოსს. კარგი დღეა მოგზაურობისა და სუფთა ჰაერზე გასეირნებისთვის.

თხის რქა

რთული დღეა. ურთიერთგაგება თითქმის არ არსებობს, ამიტომ პარტნიორებთან მოლაპარაკებები რთული იქნება და ალბათ, სასურველ შედეგებს არ მოიტანს. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რაც შესყიდვებს ან საოჯახო საქმეებს უკავშირდება.

მერწყული

ეს დღე უარყოფით ტენდენციებს შეიცავს. მოერიდეთ ყველაფრით უკმაყოფილო და მოსაწყენ ადამიანებს. ნუ დაუშვებთ, რომ უხეშობამ და უყურადღებობამ ახლობლებთან თქვენი ურთიერთობა გააფუჭოს. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები - სავარაუდოდ, ძველი ვალები თავს შეგახსენებთ.

თევზი

არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სულიერი შფოთვა და სტრესი. უახლოეს მომავალში ფულის მიღების იმედი არ უნდა გქონდეთ. გირჩევთ, ფული მომჭირნედ ხარჯოთ. დახმარებას იმ ადამიანებისგან ვერ მიიღებთ, ვისგანაც ელით. ეცადეთ, მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს დაუახლოვდეთ, რომლებიც თქვენს ნდობას იმსახურებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×