რეზონანსი
21.10.2021

უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს "მონათესავე სულად" თვლის, მათ ურთიერთობას კი ცხოვრების საჩუქარს უწოდებს, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ლიზამ ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილთან შეხვედრის მომენტში პოლიტიკოსი უკვე გაცილებული იყო, იასკოს კი სხვა მამაკაცი ჰყავდა, რომელთანაც უერთიერთობა დაასრულა. ამის შემდეგ 23 წლით უფროსი სააკაშვილი მისთვის "ამ სიღრმისა და ასეთი ისტორიის მქონე" პირველი სიყვარული გახდა.

"ჩვენ ორივენი თავს ძალიან ძლიერად ვგრძნობთ, ყველა გაგებით ძლიერად, რადგან ცოტას აქვს ისეთი რეალური ურთიერთობა, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, მაგრამ ძალიან ნამდვილი, გულწრფელია. ჩვენ, როგორც ადამიანები, რომლებსაც ბევრი გრძნობა გვაქვს, ძალიან ვაფასებთ ამას. რა თქმა უნდა, ეს არის სიყვარული. სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სიყვარული, შესაძლოა, სრულიად განსხვავებული იყოს. სიყვარული, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, განვითარდე, იყო ის, ვინც ხარ, ეს გამხნევებს", - აღნიშნა იასკომ.

იასკომ არ უპასუხა კითხვას, როდის გაშორდა სააკაშვილი სანდრა რულოვსს ოფიციალურად. მან აღნიშნა, რომ ეს "მათი ისტორიაა", და მათ აქვთ უფლება, ამაზე დუმილი შეინარჩუნონ.

„ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა მაშინ, როცა ისინი ცოლ-ქმარი აღარ იყვნენ... როცა მე და ის თავისუფალი ადამიანები ვიყავით", - განაცხადა ლიზამ.

იასკოს თქმით, სანდრას პირადად არ იცნობს.

"მხოლოდ უფროს შვილს და მიხეილის დედას ვიცნობ, ოჯახს, მიხეილის ბიძას, რამდენჯერმე შევხვდით, ეს საიდუმლო არ არის... სანდრას საქართველოში ძალიან პატივს სცემენ, ეს არის ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა საქართველოსთვის და მე ვფიქრობ, რომ ის მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ეს არის ძალიან კეთილშობილურია. ძალიან კარგია, როდესაც ყოფილებთან ურთიერთობა ისეთია, რომ ისინი მხარს გიჭერენ, ყველას არ შეუძლია, დაიკვეხნოს ამით", - თქვა დეპუტატმა.

იასკოს თქმით, 23 წლის ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ლიზა და მიხეილი მონათესავე სულები არიან, თუმცა მას ამის აფიშირება არ უნდოდა.

"გულწრფელად ვაღიარებ, რომ დასაწყისში, როდესაც ამაზე ვისაუბრეთ, მეჩვენებოდა, რომ ჩვენ კონფიდენციალურობის დაცვა გვჭირდებოდა, ჩვენ ორივე საჯარო ხალხი ვართ და იმ დროს მეჩვენებოდა, რომ მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს ისე, რომ მესამე საზოგადოებრივი აზრი არ ჩაგვერია... მე ნამდვილად მინდოდა ამის შენარჩუნება", - აღნიშნა მან.

იასკოს თქმით, "ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ თუ მას რამე დაემართებოდა, მაშინ სიმართლე უნდა გვეთქვა", - განაცხადა იასკომ და ხაზი გაუსვა, რომ მას ერჩივნა, ეს განცხადება სხვა, უფრო ბედნიერ დროს გაეკეთებინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×