რეზონანსი
05.08.2022

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს განსაკუთრებული სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. თუ თავს სიზარმაცის და მოდუნების უფლებას მისცემთ, ფინანსურ სირთულეებს ვერ აიცილებთ. ბიზნესპარტნიორებთან ახალი კავშირები შეიძლება ძალიან ხანგრძლივი და საიმედო იყოს. ფრთხილად იყავით ელექტრომოწყობილობებთან.

კურო

შეიძლება ვიღაცამ ძველი, დავიწყებული ვალი დაგიბრუნოთ ან ძვირფასი საჩუქარი გაჩუქოთ. აჩქარებამ და დაუფიქრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება დიდი პრობლემა შეგიქმნათ. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა უმთავრესია, ამიტომ ეცადეთ,მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღ საკვებზე გადახვიდეთ.

ტყუპები

ფრთხილად იყავით, რომ თავი არ მოიტყუოთ. იზრდება მოწამვლის რისკი. მოერიდეთ ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს. ფრთხილად იყავით ტოქსიკურ ნივთიერებებთან და რაც მთავარია, ყურადღებით დააკვირდით წამლების დოზას.

კირჩხიბი

დილიდან ცვალებად განწყობაზე ხართ და ყველაფერი გაღიზიანებთ. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგოს და ზედმეტად თავდაჯერებულად ჩაგთვალოთ. მოერიდეთ სხვა ადამიანების კრიტიკას თუ არ გინდათ, რომ სრულიად მარტო დარჩეთ. ვარსკვლავები გახსენებენ, რომ დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი რთული საქმის დაწყებისთვის - გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ყველაზე ნაყოფიერი დღის პირველი ნახევარია, ამიტომ გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხები დილას მოაგვაროთ. სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის დროს სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და უამრავ სასიამოვნო ემოციას გაჩუქებთ.

ქალწული

ეს დღე სასიყვარულო გამოცდილებას და იმედგაცრუებას მოგიტანთ. შესაძლოა, საღამოს ყველა ოჯახური საქმის საკუთარ თავზე აღება და ავადმყოფ ნათესავზე ზრუნვა მოგიწიოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას და დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

სასწორი

ეს დღე ხელს კოლეგებთან და ნათესავებთან ნაყოფიერი ურთიერთობისთვის განგაწყობთ. ხელსაყრელი დროა ბინაში რემონტისა და ცვლილებებისთვის. ამ დღეს ელექტრომოწყობილობებთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი

დილას შეიძლება სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიის დაქვეითება იგრძნოთ, თუმცა საღამომდე ვითარება შეიცვლება. სავარაუდოდ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. სამსახურში ჯილდოს მიიღებთ თუ საყვედურს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. მოერიდეთ არაჯანსაღ და ზედმეტად კალორიულ საკვებს.

მშვილდოსანი

ეცადეთ, ამ დღეს ყველანაირი ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ და თუ აუცილებელი არაა, სახლში დარჩეთ. მშვიდობის დამყარების დროა, ამიტომ ეცადეთ, გაწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ. ბევრი მშვილდოსანი საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანია ეძებს.

თხის რქა

ეს დღე განსაკუთრებით ხელსაყრელია შემოქმედი ადამიანებისთვის. ფრთხილად იყავით, რომ გრძნობებმა კარიერულ წინსვლაში ხელი არ შეგიშალოთ. ნუ აჩქარდებით - რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

მერწყული

ამ დღეს ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება. დაგეგმილი შეხვედრები თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო გაუქმდება. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და უამრავ სასიამოვნო ემოციას გაჩუქებთ.

თევზები

დროა, მუშაობაში პაუზა გააკეთოთ და საკუთარი თავი მთლიანად გრძნობებს დაუთმოთ. ერთი შეხედვით უსიამოვნო საუბრისგან თავის დაძვრენას ნუ ეცდებით - ის სასარგებლო იქნება და თქვენს მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×