რეზონანსი
25.12.2025

 "რასაც დათესავ, იმას მოიმკი" - ევროკავშირი, რასაც აკეთებდა, როგორც არღვევდა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებს, ზუსტად იგივე მიუბრუნდა ბუმერანგივით" - ირაკლი კობახიძე

"რა­საც და­თე­სავ, იმას მო­იმ­კი" - ევ­რო­კავ­ში­რი, რა­საც აკე­თებ­და და რო­გორც არ­ღვევ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სტან­დარ­ტებს, ზუს­ტად იგი­ვე მი­უბ­რუნ­და ბუ­მე­რან­გი­ვით უკან", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, რი­თაც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ 5 ევ­რო­პე­ლი პი­რის და­სან­ქცი­რე­ბა­ზე ევ­რო­კო­მი­სი­ის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მი­სი­ვე თქმით, ევ­რო­კავ­შირს არას­წო­რი პრაქ­ტი­კა უკან მი­უბ­რუნ­და.

"ასე­თი გა­მო­ნათ­ქვა­მია - "რა­საც და­თე­სავ, იმას მო­იმ­კი". ევ­რო­კავ­ში­რი, რა­საც აკე­თებ­და და რო­გორც არ­ღვევ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის სტან­დარ­ტებს, ზუს­ტად იგი­ვე მი­უბ­რუნ­და ბუ­მე­რან­გი­ვით უკან. ეს იყო, რა თქმა უნდა, არას­წო­რი პრაქ­ტი­კა, თუმ­ცა ეს არას­წო­რი პრაქ­ტი­კა ახლა ევ­რო­კავ­შირს უკან მი­უბ­რუნ­და. ეს ჩვენ­თვის, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ინ­ტე­რე­სოა. რო­დე­საც ჩვენ ვის­მენ­დით ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ესეც არის ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო," - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა 5 ევ­რო­პელ პირს სა­ვი­ზო შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წე­სა. სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან შიდა ბაზ­რის სა­კი­თხებ­ში ყო­ფი­ლი ევ­რო­კო­მი­სა­რი, ტი­ე­რი ბრე­ტო­ნი და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან მებ­რძო­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოთხი ხელ­მძღვა­ნე­ლი. აშშ-ის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "მკაც­რად დაგ­მო" ევ­რო­კო­მი­სი­ამ და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბა მო­ი­თხო­ვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×