სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თიკო ოსმანოვა
    19.01.2018

     ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აის) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის, ვინ არის პარლამენტში მისი მაჟორიტარი დეპუტატი.

    მარიამ აფციაური
    18.01.2018

     15 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ კლუბ "ბასიანის" თანამშრომლებისა და პოლიციელის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა და ვარაუდობდნენ, რომ დამნაშავეს "პატრონი" ჰყავს.

    თიკო ოსმანოვა
    17.01.2018

     3 ადამიანის, მათ შორის 1 პოლიციელის, დაჭრაში ბრალდებული საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საუბარია 13 იანვარს კლუბ "ბასიანში" მომხდარ ინციდენტზე. 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებული ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

    თიკო ოსმანოვა
    16.01.2018

     საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოსა და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძის შეხვედრას ეხმაურება. იგი ფიქრობს, რომ უკრაინა და საქართველო მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

    ნინო ქეთელაური
    15.01.2018

     პანკისის მცხოვრებლები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე წინასწარი შეფასებისგან თავს იკავებენ, თუმცა იმედოვნებენ, რომ ყველაფერი გამჭვირვალე და ობიექტური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმართლის დადგენას კანონის ფარგლებში ყველანაირად შეეცდებიან.

    გვანცა წულაია
    13.01.2018

     საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვის შეჩერებას ითხოვს. გუშინ მეცნიერებათა აკადემიაში ამ საკითხზე გამართული შეხვედრისას კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს და სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.

    ნინო ქეთელაური
    12.01.2018

     პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრის დასჯას ითხოვს, ვინც მის შვილს საძინებელ ოთახში ესროლა; ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლებისა, რომლებმაც სპეცოპერაცია დაგეგმეს.

    თიკო ოსმანოვა
    11.01.2018

     პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ. გარდაცვლილის დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საავადმყოფოში აპარატიდან გამორთეს. მედიკო მარგოშვილი არ გამორიცხავს, რომ სიმართლის დასადგენად სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.

    თიკო ოსმანოვა
    10.01.2018

     ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, საქმეში ორი გარდაცვლილი არასრულწლოვნის გარდა, სხვა დაჭრილი პირები ფიგურირებენ.

    ნინო ქეთელაური
    09.01.2018

     "როგორც ჩანს, პროკურატურამ ვერ ან არ შეძლო გირგვლიანის საქმეში ყოფილი პრეზიდენტის მხილება იმ კონკრეტულ დანაშაულში, რაზეც სტრასბურგის სასამართლოც კი თითქმის პირდაპირ მიუთითებდა", - ასეთ შეფასებას აკეთებს "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით.

    გვანცა წულაია
    30.12.2017

     სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა.

    გვანცა ღვედაშვილი
    29.12.2017

     სემეკი კომუნალურ გადასახადებს აძვირებს. უკვე მოიმატა წყლისა და დენის ტარიფმა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ კომუნალური ტარიფები განახევრდებოდა, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ განაცხადა, რომ "განახევრება, რა თქმა უნდა, არ გამოვა, გადაჭარბებულად ვსაუბრობდით, როგორც ჩანს." ახლა კი ტარიფები არათუ ნახევრდება, არამედ, პირიქით, ძვირდება კიდეც.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter