რეზონანსი
18.08.2022

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი იმაზე უფრო სუსტი იქნება, ვიდრე ომამდე იყო, ხოლო სხვა ქვეყნები და რეგიონები ამ ომიდან სარგებელს ნახავენ. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Tichys Einblick-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პირველი - დასავლეთი უკრაინაში ომს სამხედრო კუთხით ვერ მოიგებს. მეორე - სანქციებს რუსეთის დესტაბილიზაცია არ მოჰყოლია. მესამე - სანქციების ზიანი ევროპისთვის უზარმაზარია. მეოთხე - მსოფლიოს ქვეყნები უკრაინისა და აშშ-ის უკან არ ჩამწკრივებულან. მსოფლიოს დიდი ნაწილი დემონსტრაციულად არ დგას ამის უკან: ჩინელები, ინდოელები, ბრაზილიელები, სამხრეთ აფრიკა, არაბული სამყარო, აფრიკა. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ომმა დემონსტრაციულად დაასრულოს დასავლეთის დომინირება“, - აცხადებს ორბანი.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, არსებობენ ისინი, ვინც ამ ომიდან სარგებელი ნახა.

„სარგებელი ნახეს მათ, ვისაც ენერგიის საკუთარი წყაროები აქვს. რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტი 25%-ით შემცირდა, მაგრამ „გაზპრომის“ შემოსავლები გაორმაგდა. რა თქმა უნდა, სარგებელი ნახეს მსხვილმა ამერიკულმა კორპორაციებმა - „ექსონის“ შემოსავლები გაორმაგდა, „შევრონის“ - გაიზარდა ოთხჯერ, ხოლო „კონოკოფილიფსის“ - ექვსჯერ“, - ამბობს უნგრეთს პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×