რეზონანსი
05.06.2026

სტრასბურგის სასამართლოში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით წარმოება დასრულებულია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა.

ძამაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კანონებთან დაკავშირებით დარღვევა არ არის დადგენილი.

„როგორც მზია ამაღლობელი აცხადებს, რამდენიმე საქმე აქვს შეტანილი. ჩვენამდე მოსული მხოლოდ ერთი იყო და ამ ნაწილზე წარმოება დასრულებულია. შესაბამისად, ორივე მათგანთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო თავად გადაწყვეტს, როდის გამოაცხადებს განაჩენს. რაიმე კონკრეტული ვადით ჩაკეტილი არ არის. შემიძლია, გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დარღვევა კანონებთან დაკავშირებით არცერთ საქმეზე არ არის დადგენილი, მხოლოდ მიმდინარე საქმეებია. განცდა გვაქვს, რომ, როგორც ბევრ სხვა საქმეზე, რომელიც რეზონანსული იყო და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში იქმნებოდა აღქმა, თითქოს კანონი ან რომლიმე გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული ან პრობლემურია, აბსოლუტურად ყველა ასეთ საქმეზე, „რუსთვი 2“-ს შეეხებოდა თუ ყოფილ მაღალჩინოსნებს, სრულად საქართველოს ხელისუფლებას აქვს მოგებული. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა მსგავს საქმეზე ანალოგიური შედეგი დადგება საქართველოს გამარჯვებით“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×