
ჩემი გამოცდილება სწორედ იმ ქვეყნებს ეხება, რომლებიც არიან ომში. ევროპა არ იყო ომში, მაგრამ ახლა, თვითონ არის ომში. მინდა არ დაგეთანხმოთ იმასთან დაკავშირებით, რომ პატარა ქვეყნები სუსტ პოზიციაში არიან და რომ გაიჭყლიტებიან - სინამდვილეში, პატარა ქვეყნები დღეს ისეთ ძლიერ პოზიციაში არიან, როგორც არასდროს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, დასავლეთი, ანუ აშშ აგებს როგორც უკრაინის, ისე ირანის ომს და ამ ფონზე, ევროპის შესაძლებლობებსა და ძალაზე საუბარიც კი ზედმეტია.
„არ მგონია, რომ ისინი იძულებული და ვალდებული არიან, რომ აირჩიონ ერთი ან მეორე მხარე. გაეროს გენერალურ ასამბლეაში, სახელმწიფოების 50 პროცენტზე მეტი, ანუ, ნახევარზე მეტი, სწორედ პატარა ან საშუალო სახელმწიფოებია. ჩვენ ვხედავთ და ვეთანხმები იმას, რომ მრავალპოლუსიანი სამყარო ძლიერდება, ვითარდება. რომ შევხედოთ ამ ორ ომს: უკრაინას და ირანს, ჩვენ, ანუ დასავლეთი, ორივე ომს ვაგებთ. ანუ, ამერიკა აგებს ორივე ომს და სადაც ამერიკა აგებს, ევროპაზე საუბარი საერთოდ ზედმეტია, მის შესაძლებლობებსა და ძალაზე. ევროკავშირს რომ შეხედოთ, ამდენი ომი მსოფლიოში არსად არის, რამდენიც არის ევროკავშირში და ევროპის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მიხაელ ფონ დერ შულენბურგმა.