რეზონანსი
05.06.2026

მესტიაში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა კრიპტოვალუტის გამომუშავებისთვის განკუთვნილი 47 სპეციალური ელექტრომოწყობილობა ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარების გზით, სისტემატურად ახდენდა ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლის მიღებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს უფროსის, ნოდარ ფარჯველიანის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება.

„სამ სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილ იქნა კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური ელექტრომოწყობილობები. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, - განაცხადა ნოდარ ფარჯველიანმა.

სამართალდამცველები საქმეში მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარების მიზნით აქტიურ სამუშაოებს აგრძელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×