რეზონანსი
18.06.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საბაჟო გამშვები პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულის პირადი შემოწმებისას, დიდი ოდენობით - 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლების მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×