რეზონანსი
20.10.2026

ფაქტობრივად მხოლოდ სააკაშვილის ხუშტურით ბათუმში გადატანილი საკონტიტუციო სასამართლო მმართველი პარტიის მორიგი სარჩელის განხილვას იწყებს. ამჯერად „ქართული ოცნება" ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს. დარწმუნებული ვარ, „დამოუკიდებელი" სასამართლო სარჩელს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს და მხოლოდ „ხუთოსნებს" აკრძალავს, რასაც ხელისუფლება „ქართული დემოკრატიის" მორიგ წარმატებად შემოგვასაღებს.

რეზონანსი
19.10.2026

ლეგენდარული ფაკეტის დამსახურებაა, „ინტერის" და იტალიის ნაკრების გულშემატკივარი ვარ თითქმის ნახევარი საუკუნეა (ცხადი, ჩემი გუნდების და ნაკრების შემდეგ). იმ ფაკეტისა, რომელმაც არ იკადრა დავით ყიფიანისთვის უბრალოდ ფეხი დაედო და წაექცია, - დიდი-დიდი, ყვითელ ბარათს მიიღებდა და მილანის მეაცაზე ჩვენს „დინამოსთან" არ დამარცხდებოდა (ინტერი - დინამო: 0-1). ცოტა ხნის წინ გააცილა მთელმა იტალიამ (და, არა მარტო) ფაკეტი ბოლო გზაზე. იგი არა მარტო „ინტერის", იტალიის ნაკრების სული და გული იყო.

იოსებ არჩვაძე
22.09.2026

1936-1939 წლებში სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ესპანეთის ფრანკისტ გენერალ ემილიო მოლას მიაწერენ ნათქვამს, რომ რესპუბლიკელების კონტროლქვეშ მყოფი მადრიდის აღებაში შეტევაზე გადასული ოთხი კოლონის ნაცვლად გადამწყეტ როლს შეასრულებდა    მეხუთე    კოლონა   -  დედაქალაქში მყოფი მისი მხარდამჭერი ძალები. ისტორია მდიდარია მაგალითებით, როდესაც ამა თუ იმ არსებულ პრობლემაზე მსჯელობისას ყურადღების კონცენტრირება ხდება ერთ ან რამდენიმე გარემოებაზე, მაშინ როდესაც მთავარი, რეალური, ეგზისტენციური საფრთხე სულ სხვა მხრიდანაა მოსალოდნელი. ამ ასპექტით, არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი... 

მამუკა ნაცვალაძე
23.08.2026

გეორგიევსკის ტრაქტატი დღემდე აქტუალურად განიხილება საზოგადოებაში. საბჭოური და პოსტ-საბჭოური პერიოდის ისტორიოგრაფია ამ საკითხის გარკვევას ცდილობს რუსეთის, ირანისა და ოსმალეთის გეოსტრატეგიულ სამკუთხედში და არ ითვალისწინებს იმ პერიოდისათვის აქტუალურ, ევროპის გადანაწილების ავსტრიულ რუსულ გეგმას, რომელიც ბერძნული პროექტის სახელითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვერსიით, დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა - რატომ დათმო ერეკლე მეორემ გეორგიევსკის ტრაქტატით საგარეო პოლიტიკა რუსეთის სასარგებლოდ.

რეზონანსი
20.08.2026

"მთავრობა თუ შეგიყვარდა, ფსიქიატრს მიმართეო", - ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა თქვა. მე ჯერ არ ვსაჭიროებ ფსიქიატრს, - თუმცა, მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირის მიმართ გულწრფელი პატივისცემით ვარ განწყობილი; სახელმწიფო სტრუქტურებში, - განათლების და რამდენიმე სხვა მიმართულების მიმართულებით, - მომუშავეთაგან მრავალი მიყვარს და მათდამი მოწიწებით რომ ვარ განწყობილი, თვითონაც იციან. არანაირი საჩუქარი, გარდა მათ მიერ ჩემდამი გამოხატული იგივე გრძნობისა და პატივისცემისა, არ მიმიღია და არც მომავალში ვაპირებ. დღეს მთავრობას თხოვნა და კრიტიკა ერთად უნდა მოვახსენო, - ადრე ნათქვამის გამეორებაც მომიწევს, ახალ ნესტარსაც ვუჩხვლეტ...

რეზონანსი
09.08.2026

2026 წლის 30 მარტს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) თავის ღია საჯარო სხდომაზე „თელასსა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ელექტროენერგიის ახალი, გაზრდილი ტარიფები დაუდგინა. მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან მოსახლეობა, ელექტროენერგიის მოხმარებისთვის განსაზღვრული სამი საფეხურის შესაბამისად, ნაცვლად ხუთი წლის წინანდელი 18,04; 22,05 და 26,54 თეთრისა ერთ კილოვატსაათზე, გადაიხდის: თბილისში - 20,041; 22,053 და 28,537 თეთრს. 

რეზონანსი
02.08.2026

არის ბარბარიზმები, რომელთა ენაში შემოჭრის, გაქართულების აღკვეთა შეუძლებელი თუ არა, ძალიან ძნელია: ტრაქტორი, სპორტი, ტელევიზორი და მრავალი სხვა. შეიძლებოდა, უფრო ძველი მაგალითების მოტანაც (ხურდა, ფანჯარა), რომლებიც დღეს არასპეციალისტებისთვის იმდენად ქართულია, რომ ვერც დააჯერებთ, უცხო ენიდან შემოსული რომაა.

რეზონანსი
26.07.2026

ინტერნეტიდან თუ საინფორმაციო საშუალებებიდან ერთი მეორის მიყოლებით მოდის საშინელი ამბები, - გულს რომ გაგიჩერებს, ისეთი: აქ მოკლეს, იქ მოკლეს, დაჭრეს, თავი მოუკლავს...

რეზონანსი
15.07.2026

ტერორიზმი, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა. არცერთი ტერორისტული აქტი არ შეიძლება მიიჩნეოდეს ლეგიტიმურად მისი მიზნებისა, თუ გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე. დღეს ჩვენ მოწმე ვართ, თუ რაოდენ დამანგრეველია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანებსა და რეგიონებში ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებები.

რეზონანსი
01.07.2026

წელს ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 105 წლის იუბილე აღინიშნება. ბოლო ასი წლის განმავლობაში, როგორ გარდაიქმნა ჩინეთი ომითა და სიღარიბით განადგურებული ერიდან დღევანდელ აყვავებულ და მშვიდობიან ქვეყნად? პასუხი ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავდაპირველმისწრაფებაშია, ეძიოს ბედნიერება ხალხისთვის და მის გლობალურ ხედვაში, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს დიადი ერთიანობის მიღწევას.

რეზონანსი
24.06.2026

ეს რამხელა გული გქონია, შვილო!...მეგობრის გადასარჩენად დაუფიქრებლად რომ გადახტი, შენ არ გიფიქრია საფრთხეზე, - შენ მეგობარზე ფიქრობდი...შენ მეგობარი გადაარჩინე! აფერუმ შენს კაცობას!...

რეზონანსი
16.06.2026

მსოფლიოში არსებული დაძაბული ვითარების, სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე ომების, ბუნებრივი კატასტროფების და მძიმე ეკოლოგიური პროცესების ფონზე შესაძლებელია, რომ მკითხველს  უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს წინამდებარე წერილში ჩვენს მიერ დასმული საკითხი. უნდა ვთქვათ, რომ რამდენჯერმე თავი შევიკავეთ  ჩვენი წინადადების პრესაში დაფიქსირებისაგან, მაგრამ შემდეგ მივხვდით, რომ ვერ შევარჩევდით ხელსაყრელ, „წყნარ“ და „მშვიდობიან“ დროს, ამიტომ გაგაცნობთ მას. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×