რეზონანსი
18.01.2024

თქვენო უწმიდესობავ, უპირველეს ყოვლისა გილოცავთ აღსაყდრების 46-ე წლსთავს და დაბადების დღეს. თქვენ ყველაზე უკეთ მოგეხსენებათ, რა მძიმე ჟამი უდგას საქართველოს, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გამო ისეთ განსაცდელთა წინაშე დგას, რისი მსგავსიც იშვიათად დადგომია თავისი ხანგრძლივი და მძიმე ისტორიის მანძილზე. ჩვენ, როგორც მცირერიცხოვან და ტერიტორიულად პატარა, მაგრამ დიდი სულიერი ძალის მქონე ქვეყანას, გვმართებს, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ ღირსეული გზები მოვნახოთ ყოველი განსაცდელის თავიდან ასაცილებლად.

რეზონანსი
12.01.2024

გასული წლის 14 იანვარს ყურადღებით დავათვალიერე თბილისში მომრავლებული კორპუსები და მხოლოდ აქა-იქ შევნიშე ხუთჯვრიანი დროშები. არადა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო ყოველი წლის დასაწყისში მოუწოდებს მოქალაქეებს, „სახელმწიფო დროშის, უმთავრესად ეროვნული დღესასწაულის დღეს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის, აგრეთვე ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით" აივნებზე მათ გამოფენას...

რეზონანსი
07.01.2024

გასული წლის დასაწყისში „რეზონანსის“ მკითხველებს სტატიაში „კალენდრის ბოლო ფურცელი“ მურმან ლებანიძის ერთი ლექსი შევახსენე, რომელიც წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) „ტანჯვით ამოძახილს“ („ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება ?!“) ეხმიანება: 

რეზონანსი
30.12.2023

დიდი ილიას პერიფრაზი გამოვიტანე სათაურად. მიმხვედრი მიხვდება, რატომ. ეს წერილი არაა ევროპის წინააღმდეგ მიმართული. იგი უფრო მათდამია, ვინც ბრმად და, ხშირად კი, დეფორმირებულად აღიქვამს ევროპის პრიმატს ჩემს ქვეყნანაზე. მათ საყურადღებოდაა, ვისაც ნებისმიერი ევროპული წესი თუ ჩვეულება ევროპული ღირებულება ჰგონია და უპირობოდ ემხრობა მათ მექანიკურად გადმოღებას. ასეთები, თუ საინფორმაციო საშუალებებით და ინტერნეტით ვიმსჯელებთ, არც ისე ცოტაა.

რეზონანსი
28.12.2023

ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში საქართველომ ემიგრაციის სამი, მეტად მძიმე ტალღა განიცადა: პირველი - შაჰ-აბასის მიერ 1616 წელს გადასახლებულები, რომელთაგან ასი ათასმა ჩააღწია სპარსეთამდე. მეორე - 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპაციის დროინდელი ტალღა ევროპაში. მესამე ტალღას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ცეცხლში და სამოქალაქო ომში გახვეული დამოუკიდებლობა აღდგენილი საქართველოდან გასული ემიგრანტები შეადგენენ.

რეზონანსი
27.12.2023

ზუსტად ოცდაცამეტი წლის წინ ქართველმა მეცნიერმა შოთა მესტვირიშვილმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში „მოამბეში“ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია - „მევენახეობის რაიონებში სეტყვის  გახშირების მიზეზების შესახებ“, რომელშიც გამოთქმული იყო საინტერესო და იმ დროისათვის  ინოვაციური მოსაზრება რომ შაბიამანის ხსნარით ვენახის შეწამვლა ხელს უწყობს სეტყვის წარმოქმნას. ამ ახალ მიდგომას  მხარი დაუჭირა ცნობილი მეცნიერმა, გეოფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის  მაშინდელმა დირექტორმა, აკადემიკოსმა მერაბ ალექსიძემ. შეიძლება ითქვას, რომ სტატიას სხვა მეცნიერთა და სპეციალისტთა მხრიდან  არავითარი გამოხმაურება არ მოყოლია.

რეზონანსი
26.12.2023

წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის მერია საახალწოდ პიროტექნიკის რეალიზაციის აკრძალვას აპირებდა, მაგრამ, ვინაიდან მაშხალები ისევ მასობრივად იყიდება და რამდენიმე ბავშვი უკვე დასახიჩრდა, თავი ვალდებულად ჩავთვალე, თანამოქალაქეები საფრთხეების თაობაზე კიდევ ერთხელ გამეფრთხილებინა. 

რეზონანსი
26.12.2023

(„ჰერიო ბიჭებო" - ლექსი მორის ფოცხიშვილის, მუსიკა გია ყანჩელის, სოფო ბათილაშვილის შესრულება. და, მარიამ წიკლაურის „რა ვუთხრათ შვილებს?") ვულოცავ ყველა თანამემამულეს, განსაკუთრებით კი, მომავალ თაობას, ახლა რომ ფეხს იდგამს, ფეხადგმულებს და ცხოვრებაში ფეხშებიჯებულ ახალგაზრდებს მოახლოებული შობა-ახალი წლის დღესასწაულებს! თქვენი თაობის იმედი მაქვს - თქვენ უკეთესი სამშობლო გექნებათ! სულით და გულით გისურვებთ უკეთეს, უფრო ლამაზ, უფრო მშვენიერ საქართველოს - საკუთარი თავის პატივისმცემელ და სხვათაგან პატივდებულ სამშობლოს!

რეზონანსი
18.12.2023

არ ვიცი, ეს ფენომენი სხვა ერებშიც ასეა ფესვგადგმული, თუ მხოლოდ ჩვენ, ქართველებს გვახასიათებს - ამ ფენომენს ერთი კაცის სიძულვილი ჰქვია. საქართველოში ძველი დროიდან ფუნქციონირებს ერთი უტყუარი და მეტად შედეგიანი ხერხი. ვინმეს, გამოჩენილთაგანს, ცოტა ხნის წინ ხალხი, მისი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის რომ აღმერთებდა, გამოუჩნდება მლანძღველ-მაგინებელთა ჯგუფი. ეს ჯგუფი, შეთხზული სიცრუით და ცილისწამებით, იმდენს აღწევს, რომ მოსახლეობის ნაწილს აძულებს ამ პიროვნებას.

რეზონანსი
14.11.2023

ჩინეთი უკვე დიდი ხანია მსოფლიო ეკონომიკის სტაბილური ზრდისთვის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩინეთის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 6.2%-ს მიაღწია,მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში2012 წელს 11.3% იყო, ახლა კი დაახლოებით 18%-მდე გაიზარდა. 

რეზონანსი
16.10.2023

ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი „სარტყლისა და გზის" ინიციატივით გამოვიდა. 2023 წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ გარე ზეწოლის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა გაუმჯობესებას განაგრძობს.

რეზონანსი
15.10.2023

„რეზონანსის“ მკითხველებმა იციან, რომ 3 ოქტომბერს ბათუმის გარდა თბილისშიც გაიმართა „ისტორიული პროცესი“. თუმცა, თუ პარლამენტის წარდგინების საფუძველზე პრეზიდენტის ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოდან პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 41-ე სხდომათა დარბაზში სამართლის დოქტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელების არანაკლებ მნიშვნელოვანი პაექრობით არც მედია დაინტერესებულა და არც „არასამთავრობო სექტორი“. არადა, სხდომა, რომელზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის კანონიერებაზე პირველი ინსტანციის ერთ მოსამართლეს უნდა ემსჯელა, ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა გამართულიყო, ხოლო სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, არც „სტრატეგიული პარტნიორები“ დაგვიწესებდენ სანქციებს და ვენეციის კომისიაც არ მოგვთხოვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტურ (ძირეულ, ყოვლისმომცველ) რეფორმას...


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×