“ყუთები შესაბამისად ეკიპირებულმა ადამიანებმა მიიტანონ პაციენტებთან”
ქრისტინე კაპანაძე
26.10.2020

ვფიქრობ ეს პროცესი არის ძალიან რთული შესასრულებელი და არ ვიცი მოხერდება თუ არა - ასეთია ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას აზრი ცესკოს დადგენილებაზე საარჩევნო ყუთების თვითიზოლაციასა და კარანტიში მყოფი პაციენტებისათვის მიტანის თაობაზე. როგორც ექიმი „რეზონანსთან" ამბობს, მთავარი პაციენტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა.

„ზოგადად, მნიშვნელოვანია რომ უსაფრთხოდ ჩატარდეს ეს პროცესი და ყუთები შესაბამისად ეკიპირებულმა ადამიანებმა მიიტანონ პაციენტებთან, თუმცა, ვფიქრობ ეს პროცესი ორგანიზაციულად არ არის მარტივი საქმე და არ ვიცი როგორ მოხერხდება ყველა ინფიცირებულის ჩართვა არჩვენებში.

„ყველა ადამიანს უნდა მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, თუმცა, ეს უნდა გაკეთდეს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. თუ ამ წესების დაცვა მოხერხდება, მაშინ არ იქნება პრობლემა, მაგრამ, მე მეეჭვება და ძალიან რთულად მიმაჩნია რომ ეს გეგმა იმუშავებს და შესაბამისი წესები ყველა შემთხვევაში დაცული იქნება,"- ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს დადგენილებით საკარანტინო სივრცეებსა და თვითიზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებულებისათვის შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც დაავადებულებთან მიიტანენ საარჩევნო ყუთს.

ასევე, ასეთი მოქალაქეებისათვის შეიქმნება სიები, რათა თვალსაჩინო გახდეს რამდენმა ინფიცირებულმა მისცა ხმა. ამისათვის თვიზილოაციაში მყოფმა მოქალაქეებმა უნდა 26 ოქტომბრის ჩათვლით 22:00 საათზე უნდა დარეკონ ცესკოს სატელეფონო ცენტრის ნომერზე +995 32 251 00 51, შიდა ნომერი „0" და შეატყობინონ, საარჩენო ყუთის საჭიროების თაობაზე. ცესკოს განცხადებით თვითიზოლაციაში მყოფმა 900 მდე ადამიანმა უკვე დარეკა გადასატანი ყუთის მოთხოვნით, თუმცა უცნობია როგორ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში ის ინფიცირებული ადამიანები, რომლებიც მოცემულ დროში ცესკოს აღნიშნულ ნომერზე ვერ შეატყობინებენ ინფორმაციას გადასატანი ყუთის საჭიროებაზე.

„იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ცესკოში უკვე მეორე დღეა ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. 25 ოპერატორი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლება, 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას.

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდეამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანისკრიტერიუმებს,"- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×