თამთა ჩაჩანიძე
11.03.2021

ამ ფაილების წარდგენა შეიძლება საერთოდ „ტვ პირველის" გარეთაც მოხდეს, პროკურატურის ტელევიზიის შენობაში არანაირი შეღწევა არ იქნება, ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან" ისაუბრა. დასძენს, რომ პროკურატურაში „უბრალოდ იმ ფაილების წარდგენა მოითხოვეს, რის საფუძველზეც ამ ჩანაწერის გაშვება მოხდა".

ზაალ ანჯაფარიძე: „ტვ პირველის" საქციელი პრინციპში არ მიკვირს, ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც მასთან არიან აფილირებული თუ „ტვ პირველია" აფილირებული მათთან, ახლა ცდილობენ, რომ აქედან რაღაც სენსაცია-სკანდალი გამოადნონ და, როგორც იტყვიან, თემა ასწიონ. პროკურატურამ, მე მგონი, საკმაოდ მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, საუბარია მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო მოქმედებებზე, რაც კანონითაა დაშვებული და თუ „ტვ პირველი" საკუთარ თავს კანონის მიღმა აყენებს, ეს უკვე სხვა საქმეა.

„ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, მედიასაშუალებაა, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ნებისმიერი სხვა სტრუქტურა, ყველა კანონს უნდა დაემორჩილოს. რამდენადაც ვიცი ამ ეტაპამდე არც „ტვ პირველის" მაუწყებლობა შეფერხებულა და არც ტელევიზიის რაიმე საქმიანობა. შემდგომში რა იქნება არ ვიცი, თუ პროკურატურამ რაღაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, ეს დიდი ალბათობით „ტვ პირველის" შენობის გარეთ მოხდება, იმიტომ, რომ როგორც განცხადებას გავეცანი, მათ უბრალოდ იმ ფაილების წარდგენა მოითხოვეს, რის საფუძველზეც ამ ჩანაწერის, სხვათაშორის დამონტაჟებულის, გაშვება მოხდა.

„ანუ ამ ფაილების წარდგენა შეიძლება საერთოდ „ტვ პირველის" გარეთაც მოხდეს, ასე რომ პროკურატურის ტელევიზიის შენობაში არანაირი შეღწევა არ იქნება, ჩემთვის ამ სკანდალის მიზეზები კი გასაგებია, მაგრამ უბრალოდ მიუღებელია, როდესაც ასეთ თემებზე ტელევიზია და პოლიტიკური ძალები მორიგი სკანდალის და დაძაბულობის აგორებას ცდილობენ, მით უმეტეს, იმ ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყების წინ, რომელიც ამ კვირაში უნდა შედგეს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×