„თუ მოსახლეობა არ აიცრება, მეექვსე ტალღაც იქნება, მეშვიდეც და მეათეც…”
თამთა ჩაჩანიძე
24.11.2021

ევროპაში ეპიდვითარება დღითიდრე მძიმდება, ინფიცირებულთა მაჩვენებლის კრიტიკული გაზრდის ფონზე, ლეტალობაც იზრდება და თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდა, შესაძლოა გაზაფხულამდე გარდაცლილთა რაოდენობა გაორმადგეს, ამის ფონზე კი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ შესაძლოა სტრატეგია - „ვაქცინა პლუსი"აღმოჩნდეს ის მთავარი იარაღი, რაც ამ პროცესს შეანელებს.

სპეციალისტების აზრით, ტერმინი „ვაქცინა პლუს" ნიშნავს ორჯერადად ვაქცინირებულს დამატებული „ბუსტერ" დოზა და ეპიდემიოლოგიური თავდაცვა, რადგან მხოლოდ ორჯერადად ვაქცინირება კორონავირუსის წინააღმდეგ საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროპა ჯერ კიდევ პანდემიის ძლიერ მარწუხებშია, დაღუპულთა ყოველდღიური რაოდენობა დაახლოებით 4 200-მდე გაიზარდა, რაც, სექტემბრის ბოლოს მონაცემებთან შედარებით ორჯერ მეტია. 50-ზე მეტ ქვეყანაში ლეტალობის საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა და თუ არსებული ტენდენცია მარტამდე შენარჩუნდა, შესაძლოა, 2.2 მილიონს მიაღწიოს.

ჯანმოს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ევროპაში არსებული სიტუაციიდან გამოსავალი არის სტრატეგია „ვაქცინა პლუს".

„იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ამ ვირუსით და გავაგრძელოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, უნდა გამოვიჩინოთ „ვაქცინა პლუს" მიდგომა. ეს ნიშნავს ვაქცინის სტანდარტული დოზების მიღებას, შეთავაზების შემთხვევაში „ბუსტერის" მიღებას, ასევე პრევენციული ზომების ჩართვას ჩვენს ჩვეულ რუტინაში.

„დღეს, კოვიდსიტუაცია ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით ძალიან სერიოზულია. წინ რთული ზამთარი გველის, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ. რადგან ყველა ჩვენგანს - მთავრობებს, ჯანდაცვის ორგანოებს, ინდივიდუალურ პირებს - შეგვიძლია გადამწყვეტი ზომების მიღება პანდემიის სტაბილიზაციისთვის", - განაცხადა ჯანმოს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ.

ამის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის აღმასრულებელი დირექტორი რობ ბატლერი აცხადებს, რომ რომ თუ პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, ამით ევროპის რეგიონში, ზამთრის პერიოდში, დაახლოებით 160 000 ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი. მისი განცხადებით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას „დელტა" ვარიანტიც უწყობს ხელს, რომელზედაც ამჟამად, ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევების 99%-ი მოდის.

„ვხედავთ, რომ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 30 კვირის შემდეგ ქვეითდება. ამასთან, ევროპის მოსახლეობის 45-47% არავაქცინირებულია. ნება მომეცით სრულიად მკაფიოდ განვაცხადო, დღეს რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების უმრავლესობა აცრილი არაა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსის შეჩერების მიზნით, ევროიპის გარკვეულმა ქვეყნებმა, ნაწილობრივი, ან სრული ლოქდაუნები დააწესეს.

„არსებობს სხვა ფაქტორებიც - ზამთარი, ხალხის შენობებში მოძრაობა, პირბადეების გამოყენებისა და მეტი ვენტილაციის აუცილებლობა. ევროპის რეგიონში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 48%-ია. როგორც კი ამ მაჩვენებლის ზრდას დავინახავთ, დავინახავთ დაინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებას. თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ," - აღნიშნა მან.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ სტრატეგია „ვაცქცინა პლიუს" ესაა, ორჯერადაად ვაქცინაციას დამატებული ბუსტერ დოზა და ეპიდემიოლოგიური სრული თავდაცვა.

„ვაქცინა პლიუს" რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთი ვარიანტია - ვაქცინა და პლიუს „ბუსტერი", ან მეორე ვარიანტი ვაქცინა პლიუს ეპიდემიოლოგიური თავდაცვა, რადგან აღმოჩნდა, რომ როცა ინფექციის გადაცემაზეა საუბარი, მხოლოდ ვაქცინირება საკმარისი არაა.

„მყავს პაციენტები და ახლობლები, რომლებმაც ვაქცინაცია ორჯერ ჩაიტარეს და ვირუსი მეორეჯერ დაემართათ, მართალია სუსტი ფორმით იყო და სტაციონარში მოთავსება არ დასჭირდათ, მაგრამ ვაქცინაცია ეს დაავადების გადადებისგან თავდაცვა არაა, ადამიანს გარკვეულწილად იცავს, მაგრამ მთავარია, რომ მძიმე ფორმისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და გარდაცვალებისგან იცავს" - განაცხადა მან.

კორონავირუსი მსოფლიოში უკვე ორ წელზე მეტია მძვინვარებს, ხმალაძე აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, რომ კორონავირუსი არა ხელოვნურად შექმნილი, არამედ ხელოვნურად გაძლიერებული იყოს.

„შესაძლოა კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილი კი არა ხელოვნურად გაძლიერებული იყოს, რადგან ვირუსმა შეიძინა თვისება შექმნას შტამები, რომელიც წინამორბედ შტამზე ბევრად ძლიერია. ზოგადად, რაც მეტი გადადება, ანუ პასაჟირება ხდება, ვირუსი ძლიერდება, მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, სწორედ ამითაა განპირობებული.

„წარმოიდგინეთ - ვირუსი ამდენ მილიონ ადამიანს დაემართა და როგორ გაძლიერდებოდა, ანუ პასაჟირება ბევრად უფრიო აქტიურია. ამის გამოა სწორედ ეს ამბავი, რაც ახლა დება. ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის შექმნა ყოველთვის დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, რადგან ეს უჯრედშიდა პარაზიტია და შესაბამისად ის უჯრედი არ მოკლა და თან ვირუსი გაანადგურო, ეს ურთულესი ამოცანაა.

„თუ ისეთი პრეპარეტი შეიქმნა, როგორიცაა ცე ჰეპატიტის საწინააღმდეგო, ეს დიდი წინსვლა იქნება, მაგრამ ძალიან რთულია და გარკვეული დრო დასჭირდება, ამიტომ გვიჭირს ბრძოლა კორონავირუსთან," - განაცხადა მან.

ამბობს, რომ თუ ქვეყანაში მოსახლეობის 80-90%-მდე არ აიცრა, ტალღები დაუსრულებლად იქნება.

„აცრა ერთადერთი გზაა, რომ ვირუსის მასიური გავრცელება დამძიმებული შემთხვევები რაღაცნაირად შეჩერდეს და მეორე - ეპიდემიოლოგიური თავდაცვის საშუალებების გამოყენებაზე საკითხი მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს, მე ყოველგვარ თავყრილობებს კატეგორიულად ავკრძალავდი, პოლიტიკურია თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ასეთ შეკრებებში ხშირად პირბადეს არ იყენებენ, თუმცა ემოციურ გამოსვლებში და სიცივეში დეცემინება დახველებისას მის გამოყენებასაც დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.

„თუ მოსახლეობა არ აიცრება, მეექვსე ტალღაც იქნება, მეშვიდეც და მეათეც, რადგან თუ ფრინველს საკენკი დაუყარე, ის შეჭამს, ვირუსიც ასეა - მას გავრცელების არეალის საშუალება აქვს, ის აცრილზე ბევრად ძნელად გადადის. მინიმუმ 80-90% უნდა იყოს, რომ ვირუსის გავრცელება მეტ-ნაკლებად შემცირდეს და მაინც არ იცრებიან, მაინც რაღაცას გზებს ეძემენ.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც ვაქცინაციის საჭირო მაჩვენებელი არაა, იქაც ნაკლები ანტივაქსერები არ არიან, მსოფლიოში მთავარი ანტივაქსერი ცოტა ხნის წინ კორონით გარდაიცვალა." - განაცხადა ხმალაძემ.

ევროპის ეპიდმდგომარეობას ალერგიოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიც ეხმიანება.

"ზამთრის ბოლოს გერმანიის მთლიანი მოსახლეობის ნაწილი იქნება ან აცრილი ან კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ან კოვიდისგან გარდაცვლილი" - იენს შპანი, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი. პ.ს. ყველა ქვეყანას იგივე ბედი ელის, ჩვენს ქვეყანაში პროპორციები სამწუხაროდ ბოლო ორი ვარიანტისკენ იხრება... შენი აცრით შეგიძლია შეცვალო ეს დრამატული სტატისტიკა!"- წერს ბიძინა კულუმბეგოვი „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×