ია აბულაშვილი
02.11.2022

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა - გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

ოპოზიცია, სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია; რაც, მათი აზრით, პრეზიდენტს მხრიდან იქნება წინ გადაგმული ნაბიჯი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე.

"პრეზიდენტს მოვუწოდებთ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს და გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. ეს არ ეხება მხოლოდ ნიკა გვარმიას პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, ინტეგრაციას. როდესაც პრეზიდენტი მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხიმგებლობის აღებისკენ, ახლა დროა მან საკუთარი პასუხიმგებლობა გაითავისოს, გამოიყენეოს შეწყალების მექანიზმი და გვარამიას თავისუფლებისთვის გადაგას ეს ნაბიჯი. ნიკა გვარამიას თავისუფლება უნდა იყოს შესრულებული"- აცხადებს "ნაციონალური მოარაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

მმართველი გუნდი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგით არ შეიძლება სასამართლოს დისკრედიტაცია და მუდმივად იმაზე აპელირება, თითქოს სასამართლო არ იღებს სწორ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პრეზიდენტის შეწყალებს, "ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიციის უფლებაა მიმართოს პრეზიდენტს, პრეზიდენტი კი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას.

"საქართვლოს პრეზიდენტი თუ შეიწყალებს ნიკა გვარმიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არა მგონია სწორი იყოს. ყველას ახსოვს როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა გვარამია საქართველოს პრეზიდენტს, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა იყო" - აცხადებს პარტია "ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ნიკა გვარამაის განაჩენს აშშ-ს საელჩო ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.

"იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიკერძოებული სასამართლოსა და მედიაპლურალიზმის მიმართ განსაკუთებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს, უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავალისა. შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუციელებლია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენბლად, რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია"- ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განაცხადებაში.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე ნიკა გვარამიას არ შეიწყლებს.

"მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ბევრი უფლება აქვს ჩამორთმეული, შეწყალების ფუნქციას ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს. მაგრამ უფრო მეტი შანსია, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს არ გადაგამს და სამწუხაროდ, ნიკა გვარამიას ამ ეტაპზე, ან უახლოეს მომავალში არ შეიწყალებს.

"მაგრამ გამორიცხული არაფერია, სააკაშვილთან დაკავშირებით, როდესაც პრეზიდენტი აცხადებადა, რომ სააკაშვილს არ შეიწყალებს, ცდილობდა "ოცნებასთან" ხიდები არ დაეწვა, რადგან დავალებულად გრძნობდა თავს ივანიშვილის წინაშე;

"დღეს როდესაც პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის ასეთი მწვავე ურთიერთობაა შეიძლება მიიღოს შეწყალების გადაწყვეტილება. მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ან უახლოეს მოამვალში ზურაბიშვილი გვარამაის არ შეიწყალებს"- გაანცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს პრეზიდენტის ნაბიჯების პროგნოზირება უჭირს.

"მე ვიცი, რომ გვარამიას თავად არ სურს შეწყალება. თუ არ ითხოვს, მაშინ შეწყალების საფუძველიც მოხსნილია. ზურაბიშვილის ხელში ერთხელ უკვე გაიარა შეწყალების ინსტიტუტმა და შეიწყალა რურუა და მელია, შედეგად მიიღო ის, რომ არ დაუფასდა; შეწყალება გაფორმდა, როგორც ოპოზიციის გამარჯვება.

"თუ შეწყალებას ექნება დამარცხება- გამარჯვების რეჟიმი, მაშინ შეწყალება არ იქნება. შეწყალება იმიტომ ჰქვია, რომ ერთი ჰუმანურად იქცევა, მეორე კი აფასებს და არ ექიშპება. ამ შემთხვევაშიც ოპოზიცია კი არ თხოვს, არამედ მოითხოვს პრეზდენტისგან შეწყალებას. თხოვნას და მოთხოვნას შორის შინაარსში ძალიან დიდი განსხვავებაა.

"რა ნაბიჯს გადადგმას ზურაბიშვილი, პროგნოზის გაკეთება მიჭირს, მაგრამ გამორიცხული არაფერია. სალომე ზურაბიშვილმა გვარმიას შეწყალების გადაწყვეტილება თუ მიიღო, არიქა თავისუფალ მედიას ვიცავო, ეს არ იქნება საზოგადოებაში სწორად აღქმული, რადგან გვარმია არ აღიქმება თავისუფალი მედიის ფიგარად, ის პარტიული მედიის ფიგურაა" - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×