თამთა ჩაჩანიძე
14.03.2024

უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოს გენდივანი ეწვევა - ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე თავად განაცხადა და დასძინა, რომ ვიზიტის მიზანია გაძლიერდეს პარტნიორობა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღევანდელი გლობალური გამოწვევების ფონზე სტოლტენბერგის გადაწყვეტილება „კარგი ჟესტია."

„ეს უფრო რეგიონული ვიზიტი მგონია და არა მხოლოდ საქართველოს ესტუმროს, არამედ შესაძლოა აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ჩავიდეს. ბოლო მომენტში საქართველოს ხელისუფლებასა და ნატოს შორის ურთიერთობა გაცივდა და შესაძლოა ეს საკითხით იყოს დასმული, თან ახალი თავდაცვის მინისტრი და პრემიერი ჰყავს.

„ჩემი აზრით, ამ ვიზიტით სტოლტენბერგს სურს ვითარება ახლოდან შეაფასოს და დარწმუნდეს თუ დღევვანდელ მმართველ ძალას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კურსის შენარჩუნება და განვითარება რამდენად სურს. ჩემი აზრით, ურთიერთობა გაიყინა, წვრთნები კი მიდის, მაგრამ ისეთი მაღალი ინტენსიფიკაციით მაინცდამაინც არ გამოირჩევა.

„ნატოს გენმდივანს დიდი ალბათობით აინტერესებს საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის ომთან, რუსეთთან მიმართებაში და თავდაცვის პოლიტიკის კონტექტსში როგორ შეიძლება ნატო დაეხმაროს. ეჭვი მეპარება, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ნატოს მიმართულებით დიდი ინტერესი ჰქონდეს, ევროკავშირის მიმართულებით პროცესები უფრო დაიძრა, ვიდრე ნატოსთან დაკავშირებით.

„ბოლო პერიოდში საქართველო განებივრებული არაა და სტოლტენბერგის ვიზიტი რა თქმა უნდა კარგი ჟესტია. რუსეთის საფრთხის ვარიანტში საქართველოს დაშოშმინების კურსი აქვს აღებული და ალბათ ნატოს გენმდივანს ამაზეც ექნება კითხვა თუ როგორ პოლიტიკას ატარებს მოსკოვთან და რა პოლიტიკური ხედვა აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით და ა.შ.

„დღეს უკრაინის ომმა ძალთა ბალანსი რადიკალურად შეცვალა, თუ ადრე ნატოში შესვლა თავდაცვის კუთხით გარკვეული წინსვლა იყო, ახლა ეს ნატოსა და რუსეთს შორის ჰიბრიდული ომს ნიშნავს", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

საქართველოს უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა, - თქვცა ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ხუთშაბათს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველო ნატო-ს ღირებული პარტნიორია. ჩვენ ღრმად გვჯერა, საქართველოს, ისევე როგორც ყველა ევროპულ ქვეყანას და ზოგადად, ყველა ქვეყანას, აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა. საქართველოში რამდენჯერმე ვყოფილვარ, ქვეყანას უახლოეს მომავალში ისევ ვეწვევი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ჩვენი პარტნიორობა. ჩემი გზავნილი საქართველოსადმი არის, რა თქმა უნდა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია და რომ ნატო ეფუძნება ისეთ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შეესაბამებოდეს ამ სტანდარტებს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×