ირმა ჩიტაია
25.07.2024

წელს თხილის მსოავლიანობა და ხარისხიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. მოსავლის აღების სეზონი სულ მალე დაიწყება, თუმცა თამამად კეთდება პროგნოზი, რომლის საფუძველზეც თხილის რაოდენობა გაზრდილია. რაც შეეხება ხარისხს, ფაროსანასთან ბრძოლა წლიდან წლამდე უმჯობესდება, რამაც პროდუქტის ხარისხობრივი მაჩვენებელი მკვეთრად გააუმჯობესა.

გვანცა წულაია
24.07.2024

საქართველოს ეკონომიკური განვითარება წლის დანარჩენ თვეებშიც გაგრძელდება. არჩევნების მოახლოების მიუხედავად, მშპ-ს ზრდას საფრთხე არ ელის. მეტიც, როგორც მთავრობაში ითქვა, მიმდინარე 2024 წელს შარშანდელ - 7.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდება, რასაც ეკონომისტებიც ეთანხმებიან.

ქეთო გოგოხია
24.07.2024

უძრავი ქონების ბაზარზე სტაბილურობა წელსაც შენარჩუნებულია. მართალია, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი მცირედით გაიზარდა, თუმცა ამას საბაზრო დინამიკაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია. როგორც სამშენებლო კომპანიებში განმარტავენ, 2023 წელი ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და დადებითი ტენდენცია წელსაც არ შეცვლილა. ფასები ფაქტობრივად შენარჩუნებულია და მოცემულობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე არ შეიცვლება.

რეზონანსი
23.07.2024

საქართველოს მთავრობა ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს, რისთვისაც მომავალ ოთხ წელიწადში 10 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. გასარკვევია, რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს მთავრობის ხელშეწყობა უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის და დახმარებები იქნება თუ არა მათი საქართველოში დაბრუნების საწინდარი.

გვანცა წულაია
23.07.2024

ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანია პაციენტზე მაღალ საკუთარ ინტერესებს აყენებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დაუფარვად ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ კი აფთიაქები პაციენტების მედიკამენტების დეფიციტს ხელოვნურად შექმნიან, მაშინ, სხვადასხვა მექანიზმი ამოქმედდება.

რეზონანსი
22.07.2024

თბილისის ქუჩების რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოები ჯერჯერობით ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია, რაც საცობების საკითხს მეტნაკლებად მოაგვარებს. იმისთვის, რომ შედეგი უფრო თვალსაჩინო გახდეს, მნიშვნელოვანია ქალაქის განაშენიანების რა გზას ირჩევს თბილისი, როგორც სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, დედაქალაქის სიმაღლეში ზრდა საცობების პრობლემას კიდევ უფრო გააღრმავებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქალაქი სიგანეში გაიზარდოს და სადაც აუცილებელია, ხიდები და ესტაკადები მოეწყოს.

დედაქალაქის მასშტაბით, არაერთი სატრანსპორტო კვანძია, სადაც გადაადგილება საცობების გამო ჭირს. 

გვანცა წულაია
22.07.2024

უპასუხისმგებლო სამშენებლო კომპანიებს, თბილისში, არა ერთი ოჯახი ჰყავს დაზარალებული. დაუმთავრებელი შენობები დედაქალაქში მრავლადაა, რომელთა უკანაც უამრავი დაზარალებული ადამიანი დგას.

ქეთო გოგოხია
22.07.2024

დღეისათვის ქართველი ტურისტებისთვის ზაფხულის სეზონზე ნომერ პირველ მიმართულებად თურქეთი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების საფასური გაზრდილია, ტურისტული ნაკადები არ შემცირებულა. მეტიც, როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა გაზრდილია და ეს დინამიკა სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.

ქეთო გოგოხია
22.07.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს ახალი ვალდებულება ემატებათ. ხელისუფლება ცდილობს ისეთი კანონმდებლობის შემოღებას, რომელიც კომპანიებს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საგანგებო მარაგის შექმნას დაავალდებულებს.

ქეთო გოგოხია
19.07.2024

მიმდინარე წელი აგრარულ მეურნეობაში მოსავლის ხარისხის და რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა. სხვადასხვა წამახალისებელი პროექტის, ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერის და ტექნიკის ხელმისაწვდომობის გამარტივებამ დარგზე დადებითად იმოქმედა და შედეგზეც აისახა. გარდა იმისა, რომ სტრატეგიული პროდუქტის წარმოებაში ზრდაა, მეხილეობაში, ირიგაციასა და თითქმის ყველა დარგში, რაც მოსავლიანობას უზრუნველყოფს, სამუშაოები სრულყოფილად არის შესრულებული, რასაც სტატისტიკა ადასტურებს.

გვანცა წულაია
18.07.2024

ბოლო წლებში საქართველო რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გამომიმუშავებს და თან ექსპორტზე ყიდის. წლევანდელი წელი ჰიდროლოგიაში კარგად დაიწყო და სავარაუდოდ, ასე გაგრძელდება მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე. 

თამარ ვეფხვაძე
18.07.2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისი ქალაქ ბათუმში გაიხსნა. შენობაში განთავსდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ისეთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ბათუმის ლაბორატორია და აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია. 


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×