ირმა ჩიტაია
13.02.2025

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ უძრავი ქონების ბაზარზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. პროცესი განსაკუთრებით უარყოფითად ბინების რეალიზაციაზე აისახა. მართალია გაიაფება არ მომხდარა, მაგრამ ფაქტია, გაყიდვის პროცესი ბროკერებისთვის გართულდა და მყიდველთა მოზიდვა და მოძიება გაჭირდა. განსაკუთრებით პრობლემურია იმ კომპანიების მუშაობა, რომლებიც უცხოელ მომხმარებლებზე გადიოდნენ. ამ სეგმენტში დიდი ვარდნაა. 

ქეთო გოგოხია
13.02.2025

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მასშტაბური პროექტის მიღმა მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები დგანან და ნაწილიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ევროკავშირიდან გრანტების შეჩერების შემთხვევაშიც კი, ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვეულებრივ განხორციელდება. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მათი შესაძლო შეჩერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ცრუ ნარატივს ემსახურება და საფუძველს მოკლებულია.

ირმა ჩიტაია
12.02.2025

პენსია და მასთან დაკავშირებული საკითხები საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემაა. საქართველოში პენსიის მიმღებთა შორის 70.8 პროცენტი ქალია, ხოლო 29.2 პროცენტი - კაცი. სხვაობა საკმაოდ დიდია. გამომწვევი მიზეზები კი სხვადასხვა, მათ შორის ასაკობრივი ზღვარიც, რითაც ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი განისაზღვრება. ამ კუთხით თანასწორობა დაცული არაა. თანაც, თუ სტატისტიკას დავეყრდნობით, მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ქალების. 

ქეთო გოგოხია
12.02.2025

პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, ეკონომიკა აქტიურობას ინარჩუნებს და ლარის კურსიც სტაბილურია. ეკონომისტები ამის მიზეზად ბიზნესის განწყობას ასახელებენ და თვლიან, რომ სექტორი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას შეეგუა. შესაბამისად, სექტორი უფრო გამოცოცხლდა და სამეწარმეო საქმიანობასაც თამამად აგრძელებს. ყოველ შემთხვევაში, დაბრკოლება ნაკლებადაა, თუმცა გარკვეული გამოწვევაა იმ კუთხით, რომ ახალი პროექტების განხორციელებას და გაფართოებას კომპანიები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ. 

ქეთო გოგოხია
11.02.2025

თბილისის ცენტრალურ უბნებში გაზის გათიშვა დიდი ალბათობით მაგისტრალური ქსელების პრობლემას უკავშირდებოდა. მართალია, კომპანიამ განცხადება გააკეთა და ,,მესამე პირის“ ბრალეულობაზე მიანიშნა, თუმცა არსებობს სხვა მყარი არგუმენტიც, რასაც სპეციალისტები ცენტრალური ქსელების სიძველით ხსნიან. რა თქმა უნდა  მოსალოდნელია მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმება, რასაც გაზის ავარიული გათიშვის გახშირებაც მოჰყვება.

ირმა ჩიტაია
10.02.2025

კერძო სკოლებზე გადასახადები ყოველწლიურად მზარდია. სასკოლო ინფრასტრუქტურა, შემეცნებითი წრეები, მოსწავლეთა მცირე კონტიგენტი და ბევრი სხვა რამ მშობლებისთვის მისაღებია. მიუხედავად კომფორტისა, საჯარო და კერძო სკოლები სწავლის დონით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან და მოსწავლეებს ეროვნულ გამოცდებზე ერთნაირი შედეგები აქვთ. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება კერძო სკოლებში არსებული გადასახადები სწავლის ხარისხს? ფაქტია, საქართველოში სწავლების დონე არ ამაღლებულა. კერძო სკოლის აბიტურიენტებსაც, საჯაროს მსგავსად, რეპეტიტორთან მომზადება სჭირდება. 

ქეთო გოგოხია
10.02.2025

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა. ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, სექტორი სტაბილურობას მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს. ამას მოწმობს საინვესტიციო ბანკ "გალტ ენდ თაგარტის" კვლევა, რომლის თანახმადაც, 2025 წლის იანვარში, საქართველომ ტურიზმიდან 290 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 1.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს არაერთგვაროვანი მოსაზრებები აქვთ. ნაწილი სტატისტიკას დამაჯერებლად მიიჩნევს, ნაწილიც სკეპტიკურადაა განწყობილი.

ქეთო გოგოხია
10.02.2025

"იუესაიდის" დახურვით საქართველოს ეკონომიკა არანაირად არ დაზარალდება, თუმცა არასასმთავრობო სექტორის საქმიანობაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბიუჯეტში მთელი გრანტების მოცულობა 1%-ს არ აჭარბებს და დიდად დანაკარგიც არ იქნება. რაც შეეხება ეკონომიკურ და სოციალურ პროექტებს, მათი დაფინანსება თავისუფლად შეიძლება ბიუჯეტიდან მოხერხდეს.

ირმა ჩიტაია
06.02.2025

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ფონი სამშენებლო სექტორს აზარალებს. ბიზნესს უჭირს მუშახელისთვის ხელფასის გაზრდა, ზოგი პროექტი კი  უპერსპექტივობის გამო დახურვის პირასაა. ფაქტია, რეალიზაცია მზარდი არაა, ძვირდება სამშენებლო მასალები, რაც ართულებს საქმიანობას. თუ ასე გაგრძელდა, კომპანიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მათ არათუ ანაზღაურების ზრდა, არსებული მუშახელის შენარჩუნებაც კი გაუჭირდებათ. 

ქეთო გოგოხია
06.02.2025

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციების გავლენა ქართულ სავალუტო ბაზარსაც მისწვდა. ლარის კურსმა მოულოდნელად გამყარებისკენ აიღო გეზი, რასაც არავინ ელოდა. ზუსტად ერთ კვირაში ეროვნული ვალუტა 7 პუნქტით გამყარდა და ამ დროისთვიოს 2,80-იან ნიშნულს ჩამოსცდა. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ კურსის  სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. 

გვანცა წულაია
05.02.2025

უახლოეს მომავალში საქართველოში შესაძლოა ზეთი, შაქარი, ბურღულეული და რძის პროდუქტები გაძვირდეს. ამის მიზეზი რუსეთში სურსათის ექსპორტის შეზღუდვაა, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. იანვრის ბოლოს რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ვითარება შიდა ბაზრის სასარგებლოდ არ განვითარდა, მოსკოვი სურსათის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს. როგორც ქართველი იმპორტიორები განმარტავენ, დეფიციტი არ იქნება, მაგრამ პროდუქცია გაძვირდება, ვინაიდან ალტერნატიულ ბაზარზე გადართვა მოუწევთ.

ქეთო გოგოხია
05.02.2025

საქართველოში თითქმის არ იწარმოება ისეთი პროდუქცია, რომელიც ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს და უსაფრთხოების ნორმას 100%-ით აკმაყოფილებს. მიუხედავად იმისა, რომ სასურსათო უსაფრთხოება დღეს დიდწილად დაცულია, კომპანიები მაინც არ აწარმოებენ სრულად უსაფრთხო პროდუქციის. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სურსათის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევები ხშირია და უმეტეს შემთხვევაში იგი პროდუქტის შემადგენლობას უკავშირდება, რაც შეიძლება მომხმარებლისთვის საფრთხის შემცველი გახდეს. ამის ნათელი მაგალითია „ბაკურიანი ციდასთან" დაკავშირებული ინცინდენტი. სამხარაულის ექსპერტიზამ დარღვევა დაადგინა.


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×