ია აბულაშვილი
03.03.2021

უძველესი ქართული სახარება - ადიშის ოთხთავი, რომელიც მე-9 საუკუნის უნიკალური ხელნაწერია, კლარჯეთში შატბერდის მონასტერში გადაიწერა.

გადმოცემის თანახმად, ქართველთა ეს სანუკვარი რელიქვია რამდენჯერმე გადაურჩა განადგურებას. მუსულმანები ოთხთავს მაგიურ ძალად მიიჩნევდნენ და რამდენჯერმე სცადეს მისი განადგურება.

ერთხელ სამ მუსულმანს ქართული სახარება ეკლესიიდან გაუტაცია, მთელი სოფელი ფეხზე დადგა, მდევარი მალევე დაეწია და საკუთარი სიცოცხლის ფასად უკან დააბრუნეს. ერთხელაც ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ მაშინაც გადარჩა.

ადიშის ოთხთავი 897 წელს გრიგოლ ხანძთელის მოწაფის სოფრონის დაკვეთითი გადაიწერა, "დიდ სოფრონს, მამას შატბერდისა".

ოთხთავი ჩასმულია ტყავის ყდაში, ყდაზე ამოკვეთილია ვერცხლის დიდი ჯვარი. ხელნაწერი მდიდარია უნიკალური მინიატურებით. ადიშის ოთხთავი დღეს მესტიის ისტორიულ მუზეუმში ინახება.

პირველი ცნობა ადიშის ოთხთავის შესახებ 1901 წელს გამოაქვეყნა ქართველმა მეცნიერმა ალექსანდრე ხახანაშვილმა. 1910 წელს ადიშის ოთხავი თავის თვალით ნახა ექვთიმე თაყაიშვილმა სვანეთში მოგზაურობის დროს.

პირველი ფოტოალბომი ადიშის ოთხავის გამოიცა 1916 წელს მოსკოვში საარქივო საზოგადოების მიერ. პირველი ფოტოები ამ უნიკალურ ძეგლს გადაუღო ქართველმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე ერმაკოვმა. 1926 წელს კი პარიზში ადიშის ოთხთავი ცალკე წიგნად გამოიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×