ია აბულაშვილი
06.10.2023

შუა ქართლში, სოფელ ჩაჩუბეთთან ახლოს, მე-7 საუკუნეში რკონის მონასტერი აუგიათ, რომელის სახელთან არაერთი ლეგენდაა დაკავშირებული. სამონასტრო კომპლექსი იმითაც გამოირჩევა, რომ ჟამიანობის დროს თავს აფარებდენ ქართველი მეფეები და მათი ოჯახის წევრები. მონასტერს უნიკალურობას მატებს საიდუმლო გვირაბი, რომელიც ნათლისმცემლისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ეკლე-სიის ახლოს ჩამოდიოდა მდინარე, რომელზეც გადადიოდა ხიდი, თამარის მეფობის დროს აშენებული, ამ ხიდს დღე-საც თამარის ხიდს ეძახიან.

ლეგენდა კი რკონის მონასტრის უნიკალური ღვთისმშობლის ხატს უკავშირდება. ერთხელ ლეკები შემოსევიან ამ ადგილს, ხალხი დაუხოცავთ და ეკლესია გაუძარცვავთ. წაუღიათ ოქროსა და ვერცხლის ჯვრები, თვალმარ-გალიტით შემკული ღვთისმშობლის ხატი. ეს ხატი ლეკთა ბელადს ერგო, რომელმაც სახლში წაიღო იგი და დაას-ვენა. ამ დღიდან დაიწყო უბედურება, ბალახიც აღარ ამოდიოდა, პირუტყვი აღარ იბადებოდა. ბელადი მიხვდა, რომ ეს ხატის მიზეზით ხდებოდა და გადაწყვიტა, ხატი დაეწვა. დიდ კოცონში ჩააგდო, მაგრამ ხატმა მაშინვე ქალის ხმაზე დაიწყო კივილი, მაღლა აფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა.

გაოცებული ხალხი ხარს მივარდა, ხატი ბაწრით რქაზე მიაბეს და გაუშვეს, თან სამი ბიჭი გააყოლეს და უთხ-რეს, სადაც ხარი გაჩერდეს, თქვენც იქ დარჩითო. ხარმა იარა, რკონს მიადგა და კედელთან დაეცა, ხატი კი ცაცხვის ხის ქვეშ შეფრინდა, თითქოს დაისვენაო და შემდეგ იმ ადგილას შეფრინდა, საიდანაც ლეკებმა გა-იტაცეს.

იმ ღამეს ერთ მოხუცს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, რომ ამ ადგილას ეკლესია აეშენებინათ. მართლაც ააშენეს ლამაზი ეკლესია, ცაცხვის ხეს "სალოცავი ხე" შეარქვეს, ის სამი ლეკის ბიჭი კი ქრისტეს რჯულზე მოექცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×