რეზონანსი
12.04.2021

დღეს მიდის გაზომვა პოზიციების, ამის შემდეგ ჩამოყალიბდება შესაბამისად მედიატორი ღირს თუ არა პროცესის გაგრძელება. არ არის გამორიცხული თქვან, რომ არ ღირს, რადგან შედეგი არ იქნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განცხადა.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, კონსულტაციები გაგრძელდება და თუ იქნება მოლაპარაკების რაუნდები, მონაწილეობას მიიღებს.

„სამი პუნქტი შეთანხმების პრინციპში მისაღები იყო ოპოზიციისთვის. ამ სამ პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც რეფორმებს შეეხებოდა ჰქონდა პრეტენზიები მმართველ გუნდს. ეს იყო სიურპრიზი მედიატორისთვის. ის რომ, ოპოზიცია პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩვენების თემის გარეშე ვერ დახურავდა საკითხს არავისთვის სიურპრიზი არ იყო, მაგრამ ის რომ, „ქართულ ოცნებას“ ექნებოდა რაიმე პრობლემა, ნამდვილად გასაოცარი იყო მედიატორისთვის. ბევრი დრო დაუთმეს ხელისუფლებასთან კონსულტაციებს მედიატორებმა.

რომ გავიხსენოთ ანდაზა „სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობია“- „ქართულ ოცნებას“ ასე აქვს საქმე. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც არა ერთხელ მოატყუა საზოგადოება. არ შეასრულა 8 მარტის შეთანხმება. ასევე, გვახსოვს განაცხადი საკონსტიტუციო ცვლილების სრულად პროპორციულზე გადასვლაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრების თემა მომზადებულ დოკუმენტში არ იყო ამოწურული.

„ცხადია გავაგრძელებთ კონსულტაციებს. თუ იქნება რაუნდები შეხვდრის, მივიღებთ მონაწილეობას. მე მუდმივად ვესაუბრები ბრიუსელში შესაბამის ხალხს, ევროპარლამენტის წევრებს, შესაბამის წარმომადგენლებს, ასევე ვაშინგტონშიც“,- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )