რეზონანსი
13.04.2021

ყვარელი-გურჯაანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. 40 წლის თეა დვალი 3 არასრულწლოვან შვილთან და 20 წლის ნათესავთან ერთად, რუსთავიდან სოფელში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა.

ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 არასრულწლოვანი კი დაშავდა.

არასრულწლოვანები ამ დროისთვის მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადიან.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, მძიმეა ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მკურნალობას ნეიროქირურგიის განყოფილებაში გადიან.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )