რეზონანსი
16.04.2021

დოკუმენტი იყო შეთანხმების, ანუ შერიგების ქართული პოლიტიკური სპექტრის. ჩვენ, ანუ „გირჩი“ არა ვართ მთავარი მოჩხუბარი მხარე, რომელსაც სჭირდება შერიგება ამ დოკუმენტით, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ეს მათი შერიგების დოკუმენტია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„აქ მნიშვნელოვანია, რომ ისინი მოაწერენ ხელს. ერთმა მხარემ რომ მოაწერა, ეს მას ამ დისკუსიაში უპირატესობას ანიჭებს. საინტერესოა, მეორე მხარის მოსაზრება, თვითონ რა ნაბიჯს გადმოდგამენ შეთანხმების მისაღწევად. თუ ამ დოკუმენტზე იმ ფორმით არის ხელი მოწერილი, რა ფორმითაც ჩვენ ვიცოდით, რა ფორმითაც იყო წარმოდგენილი (შემდეგ ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ბევრი შენიშვნა აქვს, იქ არ ვიცი, რა დაემატა ან რანაირად გაკეთილშობილდა) ჩემი აზრით, ოპოზიციაც ვალდებულია, იფიქროს ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე ან საწინააღმდეგო არგუმენტი თქვას, რომელიც არ მომისმენია საჯარო სივრცეში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მზაობას, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიც აამოქმედონ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, ამასთან დაკავშირებით ხვიჩიამ განაცხადა, მისი აზრით, ეს სწორი ნაბიჯია.

„მგონია, ეს სწორი ნაბიჯია, ოთხ კარტს „ფეისბუქზე“ ვწერდი ამის შესახებ, რომ ვადამდელი არჩევნების ერთი მექანიზმი, რაც შეიძლება იყოს შეთავაზებული, შეიძლება იყოს ასეთი მექანიზმი 40-პროცენტიანი, რაც არის ერთადერთი ასე თუ ისე ლოგიკური ბარიერი, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მართვა პარლამენტში 40%-იან პროპორციულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული, ასე არის მოწყობილი ჩვენი კონსტიტუცია. ამიტომ ეს ლოგიკური ნაბიჯია და „ქართულმა ოცნებამ“ ჩემი აზრით, დათმობა კი არ აჩვენა, არამედ რაღაც თვალსაზრისით, აჩვენა ის, რომ მას არ ეშინია 40%-იანი ბარიერის ამ არჩევნებზე გავლისაც. ჩემი აზრით, ეს გასათვალისწინებელია. ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ადგილობრივ არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ მოახერხოს. ოპოზიციამ ეს უნდა გამოიყენოს, როგორც საკუთარი უპირატესობა და „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუგოს ამ თამაშში, რა თამაშიც არის წარმოდგენილი ევროპელების მიერ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამასთან, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ჯერ გაეცნობიან დოკუმენტს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, ხელს ამის შემდეგ მოაწერენ.

„ჯერ გავეცნობით, რა დოკუმენტია არ ვიცით, „ქართულ ოცნებას“ ჩვენ ხომ ისე ვერ ვენდობით, რომ რაღაც თქვეს და ზუსტად იგივეა თუ არა, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ. ჯერ ხომ უნდა გავერკვიოთ, რას გულისხმობენ ისინი, რაზე ვლაპარაკობთ და თუ დადასტურდა, რომ რეალურად ესაა, რაც „გირჩის“ გეგმა იყო შეთავაზებული ოპოზიციასა და ხელისუფლებისთვის, მაშინ რა არგუმენტი უნდა მქონდეს, რომ ხელი არ მოვაწერო, თუ ჩემი გეგმა შესრულდა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )