რეზონანსი
10.05.2021

ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარელი ევროპის დღესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებაში აღნიშნავს.

„ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება.

ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის.

ასე რომ, ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობისათვის, რადგან ჩვენ 2021 წელს ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×