რეზონანსი
15.05.2021

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ორჯერადად აცრილი პირებისთვის ე.წ მწვანე ციფრული სერტიფიკატის შემოღება იგეგმება.

მისი თქმით, ამ სერტიფიკატის მეშვეობით ორჯერ აცრილ ადამიანებს ყველა სერვისით სარგებლობა შეუფერხებლად შეეძლებათ.

„ამისთვის ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ რამდენიმე ევროპული ქვეყნის გამოცდილება. ეს გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ქვეყანამ მიიღო. განსაკუთრებით გამოირჩევა ესტონეთი, ბელგია. ეს არის ე.წ. მწვანე, ციფრული სერტიფიკატი, რომელიც საშუალებას აძლევს ორჯერ ვაქცინირებულ ადამიანს, შეუზღუდავად მიიღოს ყველა სახის მომსახურება, ეს იქნება თეატრი, კინო, რესტორანი, ბარი თუ ქვეყნებს შორის გადაადგილება და ა.შ.

ეს არის ციფრული უფლება, QR კოდი, რომლითაც ევროკავშირში შეუძლიათ ნახონ, არის თუ არა ეს ადამიანი ვაქცინირებული.

დღეს ჰქონდა ბატონ ამირანს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა იგეგმება საქართველოში. ჩვენთანაც იგეგმება ასეთივე კოდის შემოღება. ეს საკითხი უკვე წარდგენილია მთავრობისთვის. შესაძლებელია ეს იყოს დაკავშირებული „კომენდანტის საათის“ დროს გადაადგილების უფლებასთან და სხვა საკითხებთან“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×