რეზონანსი
10.06.2021

კომიკურია და საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომ გამოიყენო მანდატი და მერე მიდიხარ და გინდა, რომ გააუქმო პარლამენტის ის დადგენილება, რომელმაც უარი გითხრა უფლებამოსილების შეწყვეტაზე,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი პარტია „გირჩი" მეტი თავისუფლებას" ლიდერის ზურა ჯაფარიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ საქმეს, საპარლამენტო მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მაჭარაშვილის განცხადებით, ზურა ჯაფარიძე აცხადებდა, რომ მანდატს დახევდა, თუმცა ამის მიუხედავად რამდენჯერმე გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება, რაც თავის მხრივ კომიკურს ხდის საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტს.

„რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რომ ბოიკოტის რეჟიმში იქნებიან თვეებისა და წლების განმავლობაში, მაგრამ ეს არის ამომრჩევლების გადასაწყვეტი, შემდგომ აირჩევენ თუ არა კიდევ ასეთ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ეს არის ლეგიტიმური.

ზურა ჯაფარიძე იფიცებოდა, რომ მანდატს დავხევო და არ შევალ პარლამენტშიო, მაგრამ შემდგომ გამოიყენა მანდატი. კარგია რომ გამოიყენა, არავისთვის არ გვითქვამს რატომ შემოხვედითო, უბრალოდ პრინციპი შევახსენეთ. კარგია რომ გამოიყენა, მაგრამ ის არის კომიკური და საზოგადოების შეურაცხყოფა, რომ გამოიყენა მანდატი და მერე მიდიხარ და გინდა, რომ გააუქმო პარლამენტის ის დადგენილება, რომელმაც უარი გითხრა უფლებამოსილების შეწყვეტაზე,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×