რეზონანსი
11.06.2021

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურისტული ნაკადების ზრდის შესახებ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.

„როგორც იცით პანდემიამდე არსებული საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია. მატულობს ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ რეისებს საქართველოს მიმართულებით. შესაბამისად იზრდება საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რიცხვი.

1-ლი ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით. ჩვენი მოლოდინი მაღალია. უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად ვახორციელებთ მარკეტინგულ აქტივობებს, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. კამპანიის ფარგლებში, კოვიდის პირობებში ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ პროდუქტებზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული, ეს არის ეკო, აგრო, სათავგადასავლო და სხვა მიმართულებები. ჩვენ ვთავაზობთ უსაფრთხო ტურისტულ პროდუქტებს, რაზეც დღეს განსაკუთრებული მოთხოვნაა მთელ მსოფლიოში. უსაფრთხო ტურისტულ პროდუქციაზე ორიენტერიული კამპანია, შემსუბუქებული რეგულაციები, გახსნილი სახმელეთო საზღვარი და გაზრდილი ავიარეისების რაოდენობა კომპლექსურად ხელს უყობს რაც შეიძლება მალე მივიღოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური საქართველოში“, - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×