რეზონანსი
21.06.2021

პარტია „მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი მათი და „ნაციონალური მოძრაობის" რამე ფორმით თანამშრომლობას გამორიცხავს.

მისი თქმით, თუ „ნაციონალურ მოძრაობას" თანამშრომლობა სურდა, მაშინ ნახევარი წელი რატომ აბრალებდა მათ რაღაც საზიზღრობებს.

„გამორიცხულია ჩვენი და „ნაციონალური მოძრაობის" რამე ფორმით თანამშრომლობა. რამე სახის თანამშრომლობა და ერთიან კანდიდატებზე საუბარი თუ უნდოდათ, ძალიან მაინტერესებს, მაშინ ნახევარი წელიწადი რაღაც საზიზღრობებს რატომ გვაბრალებდნენ?! მაშინ ეფიქრათ ამ ყველაფერზე. გამორიცხულია, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ჩვენ ლაპარაკს არაფერზე არ ვაპირებთ" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×