რეზონანსი
15.09.2021

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ქარელში, მგლის დატყვევების ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე, სადაც ჩანს მგლის დატყვევებისა და არასათანადოდ მოპყრობის ფაქტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული რეაგირება მოახდინეს - სამართალდამრღვევის ადგილმდებარეობის დადგენის შემდეგ, დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.

მოქალაქეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში, მგელი, საკუთრებაში არსებული საკალმახის ტერიტორიაზე, რამდენიმე წლის განმავლობაში ჰყავდა დატყვევებული.

აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები ორი მუხლით შეადგინეს, რაც ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობას და გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლები ითვალისწინებს 100-დან 500 ლარამდე და 1000-ლარიან ჯარიმას, ასევე ცხოველის კონფისკაციას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გარეული ცხოველის კონფისკაცია მოახდინეს. მგელს ცხვარიჭამიაში, ცხოველთა თავშესაფარში დროებით, საქმის განხილვის დასრულებამდე მიაბარებენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×