რეზონანსი
16.09.2021

ეს ხელისუფლება უსმენს და ამას იყენებს იარაღად - იმ ხელისუფლების შიგნით ვინც იყო კრიმინალი, რომელიც ამათმა არ დასაჯეს და დააწინაურეს, თუ იწერდა ვერ ბედავდა გამოქვეყნებას, ამიტომ განსხვავება ძალიან სერიოზულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ის ადამიანები, რომლებიც უკანონო მოსმენებს ახორციელებდნენ, გამოიყენა, ხელი დააფარა, ციხეში არ ჩასვა და დააწინაურა.

გიორგი ბარამიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის დავალება პუტინის მიერ არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა და მისი ყველა სტრუქტურის რღვევა.

„ეს ხელისუფლება უსმენს და ამას იყენებს იარაღად, შესაბამისად ამას იყენებს ინსტრუმენტად. იმ ხელისუფლების შიგნით ვინც იყო კრიმინალი, რომელიც ამათმა არ დასაჯეს და დააწინაურეს, თუ იწერდა თავისთვის იწერდა თუ რისთვისაც იწერდა, ვერ ბედავდა გამოქვეყნებას. ამიტომ განსხვავება ძალიან სერიოზულია ის კი არის, რომ კარგია, რომ მაშინ ვიღაც რომ იწერდა, ახლა არის მხოლოდ ცუდი - მაშინაც ცუდი იყო ვინც იწერდა და ახლაც, მაგრამ მაშინ ვინც იწერდა ამას აკეთებდა უმაღლესი ხელისუფალის ნებართვის გარეშე და ფაქტია, რომ არ გამოქვეყნებულა და არავის წინააღმდეგ ეს არ გამოყენებულა და ახლა ფაქტია, რომ ამას იყენებენ მუდმივად. ის ადამიანები კი არ დასაჯა ამ ხელისუფლებამ დააწინაურა და ახლა, მაგალითად, ქარელში რომ იყრის კენჭს ადამიანი ხალხი, რომ ეძახის „ჩლიქოსანს" და ოპერატიული სახელი აქვს „ ოსტატი", აი ის იყო დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების ჩაწერით აბანოებში. ახლა ის ვიღაც „პუსტა-პუსტა" "შნირი" კი არ არის, ახლა ის დიდი კაცია, უკვე წლებია ქარელის მერია.

ხელისუფლებას, ივანიშვილის რეჟიმს მართლა კი არ არ მოსწონდა ის, რომ ვიღაც უკანონოდ იღებდა და ისმენდა, არამედ ის ადამიანები გამოიყენა, ხელი დააფარა, ციხეში არ ჩასვა და დააწინაურა, ზოგი სუს-ის მაღალჩინოსნად და ზოგი მერებად გაუშვა. ივანიშვილის დავალება პუტინის მიერ მისი გეგმის შესაბამისად არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა, მისი ყველა სტრუქტურის რღვევა, თუკი რამე არის მნიშვნელოვანი სახელმწიფოსთვის იმის რღვევა და თუკი რამე არის მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის, მათ შორის, ეკლესია, ჟურნალისტიკა თუ არასამთავრობო სექტორი ამის ლპობა და ამის შეურაცხყოფა და გახრწნა", - განაცხადა ბარამიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×