რეზონანსი
20.09.2021

მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას დღევანდელი განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქარდავამ სასჯელაღსრულების მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გაავრცელა.

„მეგის ქარდავამ მიხედოს იმ დანაშაულებს, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა და რაც შეეხება „ქართულ ოცნებას", სამარცხვინო „ქართულ ოცნებას", მეგის ქარდავა აქამდე უნდა ჩამოეყვანა და ამას სჭირდებოდა ცხრა წელი და არ სჭირდებოდა არჩევნების წინ ჩამოყვანა. ეს თვალთმაქცობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოში ექსტრადირებული თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განცხადება მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. ქარდავას თქმით, „კორუმპირებულმა გიგი უგულავამ, საბჭოთა ადამიანმა მამუკა ხაზარაძემ და მათმა კოლეგებმა ჩემთან მიმართებაში მორალურად გახრწნილი, ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×