რეზონანსი
21.09.2021

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) დღეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა. 84-გვერდიან დოკუმენტში საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის წინაშე დგას. სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა - 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება.

ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით IMF საკუთარ პროგნოზს არ აკეთებს, თუმცა მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ლარის გამყარების გამო, სებ-მა ქვეყანაში სავალუტო ინტერვენციები შეაჩერა.

“უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. მაღალი დოლარიზაციის გათვალისწინებით, ლარის გაცვლითი კურსი წარმოადგენს მთავარ ინდიკატორს, რომელსაც ფინანსურ სტაბილურობასა და ინფლაციურ მოლოდინებზე აქვს გავლენა. 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის აპრილის პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 20.5%-ით გაუფასურდა, ხოლო მას შემდეგ, მაისიდან-ივლისის პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 9%-ით გამყარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში $248.1 მილიონის სავალუტო რეზერვები გაყიდა, მას შემდეგ სავალუტო ინტერვენციები თითქმის შეჩერებულია და ერთადერთი ინტერვენცია აგვისტოში $30 მილიონის გაყიდვა იყო.

2021 წლის ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $3.9 მილიარდ დოლარს შეადგენდა. საქართველოს დონორების მნიშვნელოვანი დახმარება დახარჯული სავალუტო რეზერვების დაბალანსებაში დაეხმარა,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×