რეზონანსი
24.09.2021

გიორგი გახარია ან „კოკაინი" არასდროს მიხსენებია, ეს კამპანია, „კოკაინზე" საუბარი გიორგი გახარიამ თავად წამოიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას ქმედებებმა ბევრი კითხვა გააჩინა.

„ჯერ საუბრობდა იმაზე, რომ მზად იყო ჩაებარებინა ეს ტესტი, რა პრობლემა იყო საერთოდ, გაუგებარია. შემდეგ ავსტრიაში გაიქცა, იქ რა უნდოდა, ისიც გაუგებარია. მისმა ქმედებებმა, სამწუხაროდ, ბევრი კითხვა გააჩინა",- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტიის „საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ნარკოტესტი ავსტრიაში, ვენაში ჩაიტარა. როგორც პარტიაში განაცხადეს, ჰოსპიტლის დასკვნით, გახარიას არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დაუდასტურდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×