რეზონანსი
23.10.2021

„ყველა მუნიციპალიტეტში წააგებთ", - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ნაციონალურ მოძრაობას" მედიასთან საუბრისას.

„ამ ადამიანებმა ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ, ამის უფლებას არავის არ მივცემ. მე მაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და არ მცალია არც კობა ნაყოფიასთვის და არც ანზორ მელიასთვის. მათ ვერ დაველოდებით საქმის გასაკეთებლად. მაქვს გეგმები, რომ ბიუჯეტი გავუზარდო თვითმმართველობის ორგანოებს, მუნიციპალიტეტებს. ძალიან მასშტაბური, განახლების პროექტების დაფინანსებას ვგეგმავთ. ოპოზიციონერი მერობის კანდიდატი ვერ გაიმარჯვებს, რადგან ხალხი არის ბრძენი და მოძალადეს, მკვლელებსა და მჩაგვრელებს აღარ აირჩევს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანზორ მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", ზუგდიდის მერობის კანდიდატია. ამ საარჩევნო ოლქში, მისი კონკურენტი „ქართული ოცნებიდან" მამუკა წოწერიაა. რაც შეეხება კობა ნაყოფიას - ის „ნაციონალური მოძრაობიდან", სენაკში იყრის კენჭს. „ქართული ოცნების" სენაკის მერობის კანდიდატი კი ვახტანგ გადელიაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×