რეზონანსი
03.12.2021

თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გარდაცვლილი დედა-შვილი შეიყვანეს. ისინი, სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპნენ. კლინიკაში შეყვანისას გარდაცვლილებთან ერთად არ იყვნენ მათი ოჯახის წევრები, ისინი ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ.

ტრაგედიის ადგილზე არიან "თბილისი ენერჯის" წარმომადგენლები. კომპანიაში ფორმულას უთხრეს, რომ ბინაში არაერთი დარღვევა ფიქსირდებოდა.

"გამოძახება იყო, მოვედით და ორი გარდაცვლილი ადამიანი დაგვხვდა. უკანონოდ, ტექნიკური დარღვევით მოიხმარდნენ გაზს დანადგარებით, რაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში. ჰქონდათ გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი", - განაცხადა თბილისი ენერჯის წარმომადგენელმა, ირაკლი დეკანოიძემ.

წყარო: "ფორმულა ნიუსი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×