რეზონანსი
15.01.2022

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში 17 იანვარს ბრუნდება, - ამის შესახებ პოროშენკომ „ფეისბუქში" გამოქვეყნებულ მიმართვაში განაცხადა.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა მის დასაშინებლად.

„ისინი შეეცადნენ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დახმარებით ჩემს დაკავებას. რატომ კეთდება ეს? პირველ ყოვლისა, ჩემს დასაშინელად. მათ ეს ნამდვილად არ გამოუვათ. ისევე, როგორც ჩვენ არ გვეშინოდა პუტინის, ისევე როგორც ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ, ჩვენ ნამდვილად არ შეგვეშინდება ზელენსკის", - აღნიშნავს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, უკრაინაში იმ მიზნით ბრუნდება, რომ უკრაინა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან.

„ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, არა იმისთვის, რომ თქვენგან დავიცვა თავი, თქვენ ამად არ ღირხართ. არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით", - აცხადებს პოროშენკო მიმართვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×