რეზონანსი
25.05.2022

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ საქართველოს ომში შეთრევის მსურველები იმ სასულიერო პირებსაც უპირისპირდებიან, რომლებიც ქვეყანის მშვიდონიან კურსს ეთანხმებიან.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მეუფე შიოს ქადაგებაზე საზოგადოების ნაწილის რეაქციებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს.

არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი, ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება არანაირ მოწოდებას ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა.

"ღვთისმოყვარენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თვით ამათ მოსწონთ მრავალნი". ანტონი დიდი",- წერს ჯაღმაიძე

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×