რეზონანსი
25.06.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი. კერძოდ, ზელენსკიმ თანამდებობიდან ელჩები შემდეგ ქვეყნებში გაათავისუფლა: საქართველოში - იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში - იური მუშკუ, პორტუგალიაში - ინაა იგნივეცი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში - სერგეი ბურდილიაკი, ლიბანის რესუბლიკაში - იგორ ოსტაშა.

ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი აპირებს თანამდებობიდან გაათავისუფლოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. როგორც გამოცემა „პოლიტიკო" წერს, გადაწყვეტილება ბაკანოვის გათავისუფლების შესახებ უკავშირდება ხერსონში წარუმატებელ ოპერაციას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×