რეზონანსი
25.07.2022

ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა კარბში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, გორში სასამართლო პროცესი. დაკავებული 70 წლამდე ასაკის ქალის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლომ იმსჯელა და ის, წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე დაკავებულის 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. პროცესზე ბრალდებულმა ქალმა დუმილის უფლება გამოიყენა. სასამართლოს ესწრებოდნენ გარდაცვლილ ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრები, ისინი ბრალდებულთა წრის გაზრდას ითხოვენ.

კონფლიქტი სარწყავი წყლის გამო, სოფელ კარბში თანასოფლელებს შორის მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცს ჯერ ჯგუფურად სცემეს, მოგვიანებით კი, მას 70 წლამდე ასაკის ქალმა თავში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, ის რამდენიმე დღეში დაიღუპა.

დაკავებულს 5 დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×