რეზონანსი
25.07.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", რომელიც გარე ვაჭრობის საკითხების დარეგულირებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე გარე ვაჭრობისა და არასათანადო რეკლამის განთავსებისათვის დარღვევებზე სანქციები და ჯარიმების გავრცელდება. აღნიშნულ მუხლებს ემატება სანქციები ამ მუხლებით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენისათვის.

მთავრობის წევრებმა განიხილეს ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებიც, რომელთა მიხედვითაც მოწესრიგდება დიპლომატიურ სამსახურში როტაციის ციკლი, რომლითაც დარეგულირდება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თანამშრომთა გრძელვადიანი მივლინებით წარგზავნის წესი და ვადები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×