რეზონანსი
05.08.2022

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განაცხადებით, საქართველოში რუსი ტურისტების განსაკუთრებული რაოდენობა არ არის.

მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კამპანია მთლიანად სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული.

„რაც შეეხება რაოდენობას, არავითარი განსაკუთრებული რაოდენობა რუსი ტურისტებისა საქართველოში არ არის. სამჯერ ნაკლებია, ვიდრე იყო 2019 წელს. აქედან უკვე ჩანს, რომ ამასთან დაკავშირებით კამპანია მთლიანად სიცრუეზე, სიყალბეზეა აგებული. არავითარი პრობლემა არ არის. შემაშფოთებელია, როდესაც პრობლემა არ გაქვს არც უსაფრთხოების, არც სხვა კუთხით და იწყებ კამპანიას, რასაც სარჩულად ედება განცხადებები რუსული ეთნიკური წარმომავლობის მიმართ. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ამას აკეთებენ მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული ლიბერალური „ენჯეობის“ წარმომადგენლები. ყველაზე დიდი რადიკალები დღეს არიან ეგრეთ წოდებული ლიბერალები. ეს რა თქმა უნდა, არის ქსენოფობია, ეს არის შოვინიზმი“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე: „თქვენ თუ მოგწონთ იმ მოქალაქეების განცხადებები, პროვოკაციაზე რომელიც არის დამყარებული. ვნახეთ შემზარავი კომენტარები რუსეთის მოქალაქეების მხრიდან იგივე „დედაენის ბართან“ დაკავშირებით“.

კობახიძის თქმით, ის, რომ კონკრეტული პირი ცუდად იქცევა, ვერავითარ შემთხვევაში, ვერ გაამართლებს ქსენოფობიურ, შოვინისტურ კამპანიას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახორციელებს.

„ასეთი ცალკეული შემთხვევები იქნება. წარმოიდგინეთ, მე ჩვენი სახალხო დამცველის განცხადება არ მომწონს. ადამიანს უკავია ამხელა დონის თანამდებობა და ის აკეთებს წარმოუდგენელ განცხადებებს. რა თქმა უნდა, ასეთი ინდივიდუალური შემთზხვვები არის დასაგმობ და ბუნებრივია, ამაზე გვაქვს ჩვენი დამოკიდებულება, მაგრამ ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ქსენოფობიის და შოვინიზმის საფუძველი. ის, რომ ვიღაც ცუდად იქცევა, კონკრეტული პირი, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაამართლებს იმ ქსენოფობიურ და შოვინისტურ კამპანიას, რომელიც არის დღეს აგორებული „ნაცმოძრაობის“ და მისი პარტნიორების მიერ. ქსენოფობია არის გოიმობა, მე ასე ვიტყოდი, რადგან პირდაპირ უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციას, გარდა ამისა, ეთიკურ სტანდარტებს. გახსოვთ, რომ რუსებისთვის უვიზო რეჟიმი შემოღებული იქნა 2012 წლის თებერვალში სრული მასშტაბით და მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდდ3ერი, მიხეილ სააკაშვილი ამაყობდა იმით, რომ იყო მზარდი ნაკადი. ამის ვიდეოკადრები არსებობსს, საზღვარზე იყო მისული და იქ იამაყა იმით, რომ რუსი ტურისტების ნაკადი იყო გაზრდილი საქართველოში. თუ იქნება კანონის დარღვევა, კანონის დფარღვევაზე რა თმა უნდა, შესაბამისი რეაგირება უნდა იყოს. ასევე დასაგმობია, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგალითად, სახალხო დამცველის ქსენოფობიური განცხადება. ინდივიდები შეიძლება დასაგმობ რაღაცებს აკეთებდნენ, მაგრამ ქსენოფობიური კამპანიის საფუძველი ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება. ახლა არის ხელოვნური მცდელობა, გააღვივონ აგრესია კონკრეტული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების მიმართ, რაც არის კონსტიტუციის დარღვევამ, საერთაშორისო აქტების დარღვევა, ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა და უბრალოდ გოიმობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს საქართველოსი სამჯერ ნაკლები რუსი ტურისტია, ვიდრე 2019 წელს იყო.

„სამჯერ ნაკლები რუსია დღეს, ვიდრე 2019 წელს. ვიღაცები ცდილობენ, რომ ხელოვნურად შექმნა რაღაც განწყობა, მათ შორის აგრესია გააღვივონ კონკრეტული ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანების მიმართ. ეს არის ხელოვნური პროცესი. ამას აქვს პოლიტიკური სარჩული და ერთადერთი მიზანი, ვერანაირად ვერ მოახერხეს მეორე ფრონტად საქართველოს ქცევა. ეს არის რაღაცნაირად ბოლო ხავსი, რასაც ისინი ეჭიდებიან. ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ბოლომდე დავუპირისპირდებით ქსენოფობიურ კამპანიას. ყველამ ძალიან კარგად იცის, იყო ცალკეული პროვოკაციული გამონათქვამები, საიდან მოდიოდა ეს პროვოკაციები, ის კაცმა არ იცის, რადგან საბოლოო ჯამში, ზუსტად ეს პროვ9ოკაციული განცხადებები რუსეთის მოქალაქეების შესრულებით გახდა საფუძველი ნაცმოძრაობისთვის“, რომ წამოეყო ქსენოფობიური კამპანია. ქსენოფობიის ადგილი საქართველოში არ არის, შოვინიზმის ადგილი საქართველოში არ არის, ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურა. ამ კულტურას რასაც ვუფრთხილდებოდით საუკუნეების განმავლობაში, მომავალშიც უნდა გავუფრთხილდეთ. თუ იქნება კანონდარღვევა, პროვოკაცია, რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×